100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთები“-ს დიუ დილიჯენსი

ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2025 წლის სექტემბერსა და 2026 წლის იანვარში, უძრავი ქონების ქართულმა საინვესტიციო კომპანიამ შეიძინა ორი სავაჭრო მოლი თბილისში. ორივე ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 102 მილიონი ლარი (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ორივე ტრანზაქციის ფარგლებში, კომპანიების ფინანსური და საგადასახადო დიუ დილიჯენსი სრულად განხორციელდა კომპანიაენთები“- მიერ.

მსგავსი მასშტაბის გარიგებებში დიუ დილიჯენსი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის მიზანია ინვესტორისთვის ბიზნესის რეალური ფინანსური მდგომარეობის, მომგებიანობის, დავალიანებების, სამუშაო კაპიტალის საჭიროების და საგადასახადო რისკების სრულყოფილი შეფასება.

 

„ენთები“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა

 

ტრანზაქციის ფარგლებშიენთებმაგანახორციელა სრულმასშტაბიანი ფინანსური და საგადასახადო დიუ დილიჯენსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

 

1. ფინანსური დიუ დილიჯენსი

  • ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებების, მენეჯმენტის ანგარიშების, ბიუჯეტებისა და ოპერაციული მონაცემების დეტალური ანალიზი 
  • შემოსავლებისა და მოგების ხარისხის ანალიზი და EBITDA- ნორმალიზაცია, მათ შორის ერთჯერადი და არასაოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევება და მარჟების ანალიზი 
  • შემოსავლების აღიარების ტესტირება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS 15) პრინციპების შესაბამისად 
  • წმინდა ფინანსური დავალიანების გაანგარიშება
  • ფულადი სახსრების, სესხების, იჯარებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ანალიზი 
  • ნორმალიზებული სამუშაო კაპიტალის გაანგარიშება და სამუშაო კაპიტალის ციკლის ანალიზი 
  • ბალანსის მუხლების შემოწმება, მათ შორის დებიტორული დავალიანებების ამოღებადობა, მარაგები, რეზერვები და ბუღალტრული შეფასებები 
  • ბალანსგარეშე და პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირება 
  • ფულადი ნაკადების გენერირების უნარის, კაპიტალური დანახარჯების საჭიროებების და ბიზნესის ოპერაციული მდგრადობის ანალიზი

 

2. საგადასახადო დიუ დილიჯენსი

  • მოგების გადასახადის, დღგ და ხელფასთან დაკავშირებული გადასახადების შესაბამისობის ანალიზი 
  • არაპირდაპირი მოგების განაწილების რისკების შეფასება 
  • საგადასახადო რისკების და ვალდებულებების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი შეფასება 
  • ტრანზაქციის საგადასახადო ეფექტების შეფასება

 

3. ოპერაციული საკითხების მიმოხილვა

  • კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის, კაპიტალის, აქციონერებისა და შესაბამისობის ანალიზი 
  • ძირითადი ხელშეკრულებების (კლიენტები, მომწოდებლები, ბანკები, იჯარები) განხილვა, მათ შორის კონტროლის ცვლილების პირობები 
  • მენეჯმენტთან ინტერვიუები და ბიზნეს მოდელის შეფასება 
  • მომხმარებლების კონცენტრაციისა და ძირითადი რისკების ანალიზი

 

ტრანზაქციის მხარდაჭერა და შედეგები

დიუ დილიჯენსის პროცესში:

  • მომზადდა ძირითადი რისკების ანგარიში, სადაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი რისკები და ტრანზაქციაზე გავლენის მქონე საკითხები 
  • მომზადდა ფინანსური დიუ დილიჯენსისა და საგადასახადო დიუ დილიჯენსის საბოლოო ანგარიშები 
  • დიუ დილიჯენსის შედეგები გამოყენებულ იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფასის კორექტირების მექანიზმების განსაზღვრისთვის, მათ შორის
    • EBITDA- კორექტირებები 
    • წმინდა სასესხო ვალდებულების (Net Debt-ის) განსაზღვრა 
    • სამუშაო კაპიტალის ანალიზი 
    • განცხადებები და გარანტიები 

 

დიუ დილიჯენსის მნიშვნელობა ინვესტორებისთვის

მსხვილ ტრანზაქციებში ფინანსური დიუ დილიჯენსის მთავარი მიზანია ინვესტორმა ზუსტად იცოდეს:

  • რა არის კომპანიის ნორმალიზებული EBITDA 
  • რა მოცულობის ვალი აქვს კომპანიას (წმინდა სასესხო ვალდებულება
  • რა სამუშაო კაპიტალი სჭირდება ბიზნესის ოპერირებას 
  • არსებობს თუ არა საგადასახადო რისკები ან ფარული ვალდებულებები 
  • რამდენად მდგრადია კომპანიის ფულადი ნაკადები 

სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს საბოლოო შესყიდვის ფასს და ტრანზაქციის სტრუქტურას.

 

„ენთები“-ს როლი ტრანზაქციებში

აღნიშნულ ტრანზაქციებშიენთებიმოქმედებდა როგორც ინვესტორის ფინანსური და საგადასახადო მრჩეველი და სრულად იყო პასუხისმგებელი დიუ დილიჯენსის პროცესის დაგეგმვაზე, ინფორმაციის მოთხოვნაზე, მონაცემთა ანალიზზე, რისკების იდენტიფიცირებაზე და საბოლოო ანგარიშების მომზადებაზე.

მსგავსი მასშტაბის პროექტებშიენთები“- მონაწილეობა ადასტურებს კომპანიის გამოცდილებას ფინანსური დიუ დილიჯენსის, საგადასახადო დიუ დილიჯენსის და შერწყმისა და შეძენის ტრანზაქციების ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით.

 

„ენთები“-ს შესახებ

„ენთები“ ბაზრის ლიდერი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და  2023 წელს იგი გახდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”.

სხვა სერვისებთან ერთად „ენთები“ ასევე ახორციელებს:

  • ფინანსურ დიუ დილიჯენსს 
  • საგადასახადო დიუ დილიჯენსს 
  • შემოსავლებისა და მოგების ხარისხის ანალიზს (EBITDA- ნორმალიზაციას
  • წმინდა სასესხო ვალდებულებისა და სამუშაო კაპიტალის ანალიზს 
  • ტრანზაქციების საკონსულტაციო მომსახურებას 
  • ფინანსურ მოდელირებას 
  • ტრანზაქციის საგადასახადო სტრუქტურირებას

კომპანია ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს და მონაწილეობს შერწყმისა და შეძენის ტრანზაქციებში ფინანსური და საგადასახადო მრჩევლის როლში.

სპეციალური შრომითი ნებართვის სისტემა (2026) – რა უნდა ვიცოდეთ უცხოელების დასაქმების შესახებ

ჩვენი კლიენტი კომპანიები, რომლებსაც უცხოელი თანამშრომლები ჰყავთ, ხშირად გვისვამენ კითხვებს შრომითი მიგრაციის ახალ წესებთან დაკავშირებით. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონებში. 2026 წლის 1 მარტიდან, მარტივი „რეგისტრაციის“ სისტემა ნაცვლდება სავალდებულო, ორეტაპიანი სანებართვო პროცესით.

ამ სტატიაში მარტივად ავხსნით, თუ რას გულისხმობს „სპეციალური შრომითი ნებართვა“, ვის ეხება გამონაკლისები და რა უნდა გაითვალისწინოთ ფინანსური ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.

ვის ეხება ახალი რეგულაცია?

სპეციალური შრომითი ნებართვის აღება სავალდებულოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ბინადრობის (PR) უფლება და ეწევიან ფინანსური სარგებლის მომტან საქმიანობას. კერძოდ, ეს ეხებათ:

  • შრომით მიგრანტებს: უცხოელებს, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ქართველ დამსაქმებლებთან.
  • თვითდასაქმებულ უცხოელებს: პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (IE) ან წარმოადგენენ პარტნიორებს ქართულ კომპანიებში.
  • ციფრულ ნომადებს / დისტანციურად მომუშავე პირებს: მათ, ვინც დისტანციურად მუშაობს ქართული სუბიექტისთვის. ქართულ დამსაქმებელთან ნებისმიერი კავშირი წარმოშობს ნებართვის აღების ვალდებულებას.

ვის არ სჭირდება ნებართვა?

კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ გამონაკლისებს. თქვენ არ გჭირდებათ ეს ნებართვა, თუ განეკუთვნებით შემდეგ კატეგორიებს:

  • საინვესტიციო ბინადრობის ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მფლობელები.
  • ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და აკრედიტებული ჟურნალისტები.
  • დისტანციურად მომუშავე პირები, რომელთა სამუშაოც სრულდება ექსკლუზიურად უცხოური სუბიექტებისთვის და არ აქვთ ეკონომიკური კავშირი ადგილობრივ ბაზართან.


რა ეტაპებისგან შედგება პროცესი?

2026 წლის მარტიდან ლეგალურად მუშაობის სტატუსის მოპოვება მკაცრ თანმიმდევრობას მიჰყვება:

  1. ეტაპი 1: სპეციალური შრომითი ნებართვა. განაცხადი შეაქვს ადგილობრივ დამსაქმებელს (თანამშრომლებისთვის), ხოლო თვითდასაქმებული უცხოელები განაცხადს თავად წარადგენენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განიხილავს განაცხადს, რასაც სჭირდება 30-მდე კალენდარული დღე.
  2. ეტაპი 2: საიმიგრაციო სტატუსი (ვიზა ან ბინადრობა). ნებართვის გაცემის შემდეგ, განმცხადებელმა უნდა მოითხოვოს საიმიგრაციო სტატუსი. თუ განმცხადებელი საქართველოს გარეთაა, მან 30 დღის განმავლობაში უნდა მოითხოვოს D1 საიმიგრაციო ვიზა. თუ ის უკვე საქართველოშია, მას აქვს 10 დღე შრომითი ბინადრობის ან IT ბინადრობის ნებართვის მოსათხოვად.

კრიტიკული მოთხოვნები და უარის თქმის რისკები

სამინისტრომ შესაძლოა უარი თქვას ნებართვის გაცემაზე ან გააუქმოს იგი შემდეგი კრიტიკული ფაქტორების საფუძველზე:

  • შრომის ბაზრის საჭიროებები: განაცხადი შეიძლება უარყოფილი იქნას, თუ უცხოელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება ბაზრის საჭიროებებს, ან თუ პროფესია კლასიფიცირებულია როგორც „შეზღუდული“ ადგილობრივი შრომითი ძალის დასაცავად.
  • კომპანიის წლიური ბრუნვის მოთხოვნა: ძირითადად ბინადრობის ნებარვა მოითხოვს, რომ დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენდეს მინიმუმ 50,000 ლარს თითოეულ უცხოელ დასაქმებულზე.
  • ადმინისტრაციული დაგვიანებები: ნებართვის განახლების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე. დაგვიანებული წარდგენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ უარს.


რა ხდება წესების დარღვევისას?

2026 წლის წესები აწესებს მნიშვნელოვნად მაღალ ჯარიმებს შეუსაბამობისთვის:

  • უნებართვო მუშაობა: ნებართვის გარეშე მომუშავე უცხოელები და მათი დამსაქმებლები პირველ დარღვევაზე დაჯარიმდებიან 2,000 ლარით.
  • განმეორებითი დარღვევები: განმეორებითი დარღვევებისთვის ჯარიმები შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს.
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევა: სამინისტროსთვის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეუტყობინებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა 1,000-დან 2,000 ლარამდე.


რა უნდა გააკეთონ უკვე დასაქმებულმა უცხოელებმა?

იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ და რეგისტრირებულნი არიან სამინისტროს ბაზაში 2026 წლის 1 მარტამდე, მოქმედებს გარდამავალი პერიოდი. ამ პირებს აქვთ დრო 2027 წლის 1 იანვრამდე, რათა აიღონ ახალი სპეციალური შრომითი ნებართვა და შეუსაბამონ თავიანთი ბინადრობის სტატუსი ახალ წესებს. აღნიშნული საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ უზრუნველყოს უცხოელი დასაქმებულთა შესაბამის მიგრანტთა პორტალზე რეგისტრაცია 2026 წლის 1 მარტამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 მარტიდან სავალდებულო გახდება შრომითი ნებართვის მიღება.

როგორ დაგეხმარებათ „ენთები

ამ ცვლილებებთან გამკლავება მოითხოვს დროის ზუსტ მენეჯმენტს, რათა არ შეიქმნას ხარვეზები ლეგალურ სტატუსში. 30-დღიანი განხილვისა და ბინადრობის მოთხოვნის მკაცრი 10-დღიანი ფანჯრის გათვალისწინებით, წინასწარი მომზადება ერთადერთი გზაა ადმინისტრაციული უარისა და ჯარიმების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ:

  • პროცესის სრული მართვა: ჩვენ ვუზრუნველყოფთ კოორდინაციას თავიდან ბოლომდე შრომის სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის.
  • წინასწარი ორგანიზება: მაშინაც კი, თუ თქვენი თანამშრომლები უკვე დარეგისტრირებულნი არიან ძველი სისტემით, ჩვენ დაგეხმარებით ყველა დოკუმენტაციის წინასწარ მომზადებაში. ეს უზრუნველყოფს ახალ შრომით ნებართვასა და ბინადრობის სტატუსზე შეუფერხებელ გადასვლას.
  • შესაბამისობის აუდიტი: ჩვენ განვიხილავთ თქვენს მიმდინარე შრომით ხელშეკრულებებს და მოვამზადებთ საჭირო დოკუმენტაციას, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ 2026 წლის სამართლებრივ სტანდარტებს განაცხადის შეტანამდე.

დაგვიკავშირდით დღესვე, რათა დაგეხმაროთ ამ პროცესის მართვაში და უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის ან დასაქმების სრული შესაბამისობა.

10+ მილიონ ლარიანი გარიგება – საბითუმო ვაჭრობის სექტორში

2026 წლის დასაწყისში საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია საბითუმო ვაჭრობის სექტორში, რომელიც ბავშვთა კვების პროდუქტების რეალიზაციას უკავშირდება. გარიგების ფარგლებში უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს სამი ქართული კომპანიის საკონტროლო პაკეტი.

სამივე კომპანიის ჯამურმა შეფასებულმა ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 20 მილიონი ლარი, ხოლო საკონტროლო პაკეტის შეძენის ფასმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც აღნიშნულ გარიგებას სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრანზაქციად აქცევს.

 

სტრატეგიული ინვესტიცია სწრაფად მზარდ სექტორში

შეძენილი კომპანიები – შპს რ.ს.კ, შპს ჯ.ტ.კ და შპს ტ.ე. – ოპერირებენ საბითუმო ვაჭრობის სფეროში და სპეციალიზდებიან ბავშვთა კვების პროდუქტების რეალიზაციაში, სფეროში რომელიც საქართველოში მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა.

უცხოელი (აზერბაიჯანელი) ინვესტორებისთვის აღნიშნული გარიგება წარმოადგენს რეგიონში გაფართოების სტრატეგიის ნაწილს, სადაც ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინება და რისკების მართვა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

 

ენთები“- როლი

ტრანზაქციის ფარგლებში ინვესტორებმა საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეს წამყვან ქართულ ბუღალტრულ და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანიას – „ენთები“-.

„ენთები“-მ განახორციელა შესაძენი კომპანიების საგადასახადო და ფინანსური due diligence-, რაც მოიცავდა მათი ფინანსური მდგომარეობის, საგადასახადო რისკებისა და პოტენციური ვალდებულებების სიღრმისეულ ანალიზს.

მსგავსი მასშტაბის გარიგებებში due diligence წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინვესტორის საბოლოო გადაწყვეტილებაზე და გარიგების სტრუქტურირებაზე.

აღნიშნული პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები სულ უფრო მეტად ეფუძნება პროფესიულ ანალიზსა და რისკების წინასწარ იდენტიფიცირებას.

 

 „ენთები“-ს კომენტარი

„ენთები“ წარმოადგენს საქართველოს ბაზრის ლიდერ ბუღალტრულ და საგადასახადო კომპანიას, რომელიც ყოველდღიურად ასობით კომპანიას ემსახურება.

მსხვილ ტრანზაქციებში ინვესტორებისთვის გადამწყვეტია სანდო და გამოცდილ პარტნიორთან თანამშრომლობა. უცხოური ინვესტორების პროექტებში ჩვენი ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ენთები“-ს როლს, როგორც სანდო და პროფესიულ პარტნიორს, რომელიც ინვესტორებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?