ბუღალტერიის აუთსორსინგი

ბუღალტერიის აუთსორსინგი

ბუღალტერიის წარმოება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ნებისმიერი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესების არასწორად წარმართვამ შესაძლოა კომპანიას კოლოსალური ზარალი მოუტანოს და გააკოტროს კიდეც. გაუმართავი ბუღალტერია იწვევს შეცდომებს, როგორც მენეჯმენტისთვის წარდგენილ ფინანსურ მონაცემებში, რასაც არასწორ გადაწყვეტილებებამდე მიყავს კომპანია, ისე საგადასახადო დეკლარაციებში, რაც საგადასახადო ჯარიმებისა და სანქციების რისკის წინაშე აყენებს მას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუღალტერიის ჩაბარება პროფესიონალი ბუღალტრებისთვის. ამის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული გზაა ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი. 


აუთსორსინგის 
უპირატესობები 

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობები შიდა კადრის (ბუღალტრის) აყვანასთან შედარებით.

  • ¬ ნაკლები ხარჯი – შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში, კომპანიას უწევს ბუღალტრის ხელფასის ხარჯის, საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯის, საკანცელარიო ხარჯებისა და სხვა ხარჯების დაფარვა, მაშინ როცა აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანია იხდის ფასს რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ნაკლებია. შესაბამისად, აუთსორსინგი კომპანიას საშუალებას აძლევს რომ დაზოგოს ბუღალტერიის ხარჯი.
  • ¬ საგადასახადო რისკები დაზღვეულიააუთსორსინგის შემთხვევაში, კომპანია რომელიც გასწევს ბუღალტრულ მომსახურებას საკუთარ თავზე იღებს პროფესიულ პასუხისმგებლობას მისი ბრალეულობით გამოწვეულ შეცდომებზე, ხოლო შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში რისკები სრულად ეკისრება კომპანიას. შეცდომების შედეგად გამოწვეული საგადასახადო ჯარიმები კი შესაძლოა გახდეს კომპანიის გაკოტრების ან მნიშვნელოვანი ზარალის მიზეზი. 
  • ¬ პროფესიონალთა გუნდი აუთსორსინგის შეთხვევაში კომპანია მომსახურებას იღებს არა მხოლოდ ერთი ბუღალტრისგან, არამედ პროფესიონალ ბუღალტერთა და საგადასახადო ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული მთელი გუნდისგან. ამ გუნდთან ხდება კომპანიის მენეჯერთა მიერ საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია, კითხვების დასმა და რეკომენდაციების მიღება, ამას კი მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • ¬ დროითი რესურსი აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანიის მენეჯერები და მფლობელები გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ ბუღალტრულ მხარესა და საბუთების დევნას, რადგან ბუღალტრული სერვისების მომწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს ტრანზაქციების ბუღალტრული კუთხით ორგანიზებას, საბუთების მოგროვებასა და დოკუმენტების ელექტრონული არქივის წარმოებას. 
  • ¬ ტექნოლოგიები აუთსორსინგის შემთხვევაში, კომპანია წვდომას იღებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური სისტემების უახლეს ტექნოლოგიებზე. მათ შორის საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფებზე, დოკუმენტების ელექტრონულ არქივებზე, ავტომატიზირებულ ბაზებსა და ავტომატიზებულ ფინანსურ რეპორტებზე. შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში კი, მსგავსი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დამატებით დიდი ხარჯების გაწევის შემდეგ და ისიც მაშინ თუ კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი დრო და  რესურსი დაეთმობა ამ ტექნოლოგიების დანერგვას.    
  • ¬ ხარისხის კონტროლი აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარაციების სისწორე სამ-დონიან კონტროლსა და შემოწმებას გადის, რაც ახდენს შეცდომების რისკის მინიმიზაციას. ხოლო შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში კონტროლი ვერ ხორციელდება ეფექტურად, რაც შეცდომებისა და უზუსტობების მიზეზი ხდება ხოლმე.