რა არის „ენთების ფონდი“?

ეს არის სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიების ყოველდღიური ოპერაციული გამოწვევების საპასუხოდ შევქმენით.

ფონდის მიზანი: დაგეხმაროთ ლიკვიდურობის ეფექტურ მართვაში და დააზღვიოს თქვენი ბიზნესი მაშინ, როდესაც:

1
დებიტორი აგვიანებს ანგარიშსწორებას, თქვენ კი სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა ხელფასების, იჯარისა თუ მიმდინარე გადასახადებისთვის.
2
გსურთ მომწოდებელთან/იმპორტიორთან სწრაფი ანგარიშსწორება, რათა მიიღოთ საუკეთესო ფასი და არ დაკარგოთ მაღალმარჟიანი გაყიდვების შესაძლებლობა.
3
გაქვთ დროებითი ფულადი წყვეტა (Cash Flow Gap) სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზის გამო (მაგ. დღგ-ს ჩათვლის ან დაბრუნების მოლოდინი).

რატომ არის „ენთების ფონდი“ თქვენთვის ხელსაყრელი?

 

1
არანაირი უზრუნველყოფა:
ჩვენ არ მოვითხოვთ იპოთეკას, თავდებობას ან დამატებით გარანტიებს. პარტნიორობა ნდობაზეა დაფუძნებული.
2
მაქსიმალური სისწრაფე:
ფინანსური რესურსის მიღება შესაძლებელია მოთხოვნიდან სულ რაღაც 1 სამუშაო დღეში, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე.
3
იხდით მხოლოდ გამოყენებისას:
არანაირი გაცემის, ყოველთვიური მომსახურების ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო. თუ თანხას არ იყენებთ, თქვენი ხარჯიც ნულოვანია.
4
სრული თავისუფლება:
თქვენ თავად წყვეტთ, როდის აითვისოთ და რა ვადით დააბრუნოთ რესურსი, თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე.

საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი ლინკზე: განაცხადის შევსება

დახმარება?