ბუღალტული მომსახურების აუთსორსი

კომპანია X და კომპანია Y ბიზნესის სფეროს, ზომის, მართვის სტილისა და სხვა ასპექტების ჭრილში იდენტური კომპანიებია. ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა მათ შორის არის ის, რომ კომპანია X-მა აირჩია ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი, ხოლო კომპანია Y-მა აირჩია ბუღალტერიის ინსორს გამკლავება და აიყვანა თანამშრომელი. გადის რამდენიმე თვე და კომპანია X მარტივად უმკლავდება ყველა საბუღალტრო და საგადასახადო გამოწვევას, ხოლო კომპანია Y არაერთხელ ჩავარდა გასაჭირში. კონკრეტული შემთხვევები განხილულია ქვემოთ:

  • კვალიფიკაცია და კომპეტენცია – კომპანია X უპრობლემოდ იღებს პასუხს მის მიერ საგადასახადო და ბუღალტრულ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ ყველა კითხვაზე, ხოლო კომპანია Y არაერთხელ შეეჩეხა სიტუაციას, როდესაც მისი ბუღალტრის კომპეტენცია საკმარისი არ აღმოჩნდა კონკრეტული რთული ტრანზაქციის დასაგეგმად. კომპანია X-ის შემთხვევაში აუთსორს ბუღალტრული კომპანიის მიერ გამოყოფილმა ბუღალტერმა საჭიროებისას საკითხში ჩართო გუნდის სხვა წევრები, მათ შორის საგადასახადო ექსპერტი და ფინანსური კონსულტანტი, რომელთაც ერთობლივად გაარჩიეს ტრანზაქცია და კლიენტ კომპანიას საუკეთესო გზა ურჩიეს. ხოლო კომპანია Y-ის შემთხვევაში დაქირავებულმა ბუღალტერმა ვერავის მიმართა საკუთარი აზრის გადასამოწმებლად.
  • საგადასახადო დაზღვევა კომპანია Y-ს მოუვიდა შეცდომა, რის გამოც საგადასახადო ორგანომ დააჯარიმა 10,000 ლარით. მან საკუთარ ბუღალტერს უსაყვედურა, თუმცა ჯარიმის გადახდა თავად კომპანიას მოუწია. კომპანია X-მა, ანალოგიურ სიტუაციაში მიმართა აუთსორს ბუღალტრული კომპანიის წარმომადგენლებს და მოითხოვა ჯარიმის ანაზღაურება. აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ჯარიმა განპირობებული იყო მივლენილი ბუღალტრის მიერ დაშვებული შეცდომით. შედეგად, აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ აუნაზღაურა კლიენტ კომპანიას საგადასახადო ჯარიმის თანხა.
  • სტაბილურობა – მიღებული საყვედურით განაწყენებულმა ბუღალტერმა, კომპანია Y-ს გამოუცხადა, რომ მან მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება და კომპანიას მისცა კანონით გათვალისწინებული 1 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც კომპანიას უნდა ეპოვნა მისი შემცვლელი. კომპანია Y-ს კვალიფიციური ბუღალტრის მოძიება ძალიან გაუჭირდა და როცა იპოვნა და აიყვანა, ახალმა ბუღალტერმა უთხრა, რომ ძველი ბუღალტრის ნაწარმოებ ბუღალტერიაზე და ნაშთების სისწორეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. რაც შეეხება კომპანია X-ს, მისმა აუთსორს ბუღალტერმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრება 2 თვით, თუმცა აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა გამოყოფილი ბუღალტრის ჩანაცვლება კლიენტი კომპანიისთვის და უზრუნველყო სერვისის უწყვეტობა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი ბუღალტრის გარდა აუთსორს მომსახურებაში ჩართული იყო დამხმარე ბუღალტერიც და პორტფელის მენეჯერიც, გადაბარების პროცესმა მარტივად ჩაიარა.   
  • პროგრამული უზრუნველყოფები კომპანია Y-მა მისი ბუღალტრის წასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებოდა არალიცენზირებულ და მოძველებულ საბუღალტრო პროგრამაში, რომელსაც აკლდა ავტომატიზაციები და ინტეგრაციები. კომპანია Y-მა სთხოვა თავის ახალ ბუღალტერს, რომ მას მოეხდინა ძველი ბუღალტერიისა და შესაბამისი ნაშთების ახალ პროგრამაში გადატანა, თუმცა ბუღალტერმა გამოუცხადა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. კომპანია X არ აღმოჩენილა მსგავს რთულ სიტუაციაში, რადგან მისმა აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ ბუღალტერიის წარმოება თავიდანვე თანამედროვე საბუღალტრო პროგრამაში დაიწყო და გატარებების ყველა ასპექტი მოწესრიგებულად აწარმოა.

 

საბოლოო ჯამში კომპანიამ X-მა დახარჯა ნაკლები თანხა და მიიღო უფრო ხარისხიანი შედეგი, ხოლო კომპანია Y-მა დახარჯა უფრო დიდი თანხა და შედეგად მიიღო მოუწესრიგებელი ბუღალტერია, უხარისხო მონაცემები და საგადასახადო რისკები.

 

საგადასახადო მომსახურება

ენთები“ ერთერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა საქართველოში ნებისმიერი ზომისა და სირთულის საგადასახადო პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან ხოლმე თუ რა გამოცდილება გვაქვს საგადასახადო სფეროში და რამდენად შეგვიძლია მათი დახმარება რთულ საკითხებში. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს საგადასახადო ექსპერტების გამოცდილება, ეფექტურობა და სანდოობა.

როგორ შევაფასოთ საგადასახადო ექსპერტი?

იმისათვის, რომ დაადგინოთ, თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის კომპანია თქვენი საგადასახადო საკითხების მოგვარებას, რეკომენდირებულია, რომ დასვათ სამი ძირითადი კითხვა:

  1. რამდენ საგადასახადო შემოწმებასთან ჰქონია ექსპერტს შეხება?

  2. რა სირთულის საგადასახადო საკითხებთან ჰქონია ექსპერტს შეხება?

  3. რომელ ორგანიზაციებში აქვს მიღებული სამუშაო გამოცდილება ექსპერტს?

განვიხილოთ თითოეული კითხვა ზოგადადაც და „ენთებთან“ მიმართებაშიც.

რამდენ საგადასახადო შემოწმებასთან ჰქონია ექსპერტს შეხება?

საგადასახადო სფერო საკმაოდ კომპლექსურია და მრავალ საკითხში საჭიროებს გამოცდილებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც საგადასახადო ექსპერტს შეხება ჰქონია მხოლოდ რამდენიმე საგადასახადო აუდიტთან და შესაბამისაც სპეციალიზებულია კონკრეტულ საგადასახადო საკითხებში (მაგალითად დღგ-ში ან ტრანსფერ ფრაისინგში), თუმცა შესაძლოა არ აქვს გამოცდილება სხვა საგადასახადო ასპექტებში. მნიშნელოვანია, რომ ექსპერტს ჰქონდეს კომპლექსური პრაქტიკული გამოცდილება ყველა მსხვილ საგადასახადო საკითხში.

კარიერის მანძილზე „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს მიღებული აქვთ მონაწილეობა უამრავი კომპანიის საგადასახადო შემოწმებაში, პრაქტიკულად ყველა სფეროში, დაწყებული წარმოებიდან და სუპერმარკეტებიდან, დამთავრებული სამშენებლო კომპანიებითა და მომსახურების სფეროებით. სწორედ ამიტომ, იციან თუ რა ასპექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საგადასახადო რისკების მინიმიზაციისთვის. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად ანდოთ თქვენი ბიზნესის საგადასახადო მომსახურება „ენთები“-ს ექსპერტებს.

რა სირთულის საგადასახადო საკითხებთან ჰქონია ექსპერტს შეხება?

შესაძლოა საგადასახადო ექსპერტს გამოცდილება ჰქონდეს მიღებული მცირე სირთულის ან მცირე თანხის საგადასახადო საკითხებთან, მაგრამ არ ჰქონდეს გამოცდილება მსხვილ და კომპლექსურ საკითხებში.

ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს გამოცდილება აქვთ მრავალ-მილიონიანი საგადასახადო საკითხების მართვაში, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებთან მიმართებითაც. ჩვენ ექსპერტებს აქვთ წარმატებული წინასწარი საგადასახადო დასკვნების აღებისა და პრაქტიკაში დანერგვის გამოცდილება რთულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენი საგადასახადო სერვისი თქვენი კომპანიისთვის ეფექტური და პრაქტიკული იქნება.

რომელ ორგანიზაციებში აქვს მიღებული გამოცდილება ექსპერტს?

შესაძლოა საგადასახადო ექსპერტის გამოცდილება ერთი რომელიმე კონკრეტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიას უკავშირდებოდეს. ამიტომ ექსპერტის გამოცდილების შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ორგანიზაციებში აქვს მიღებული მას გამოცდილება.

ჩვენს საგადასახადო ექსპერტებს აქვთ შემოსავლების სამსახურში („საგადასახადო“-ში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გარდა ამისა, მათ აქვთ გამოცდილება „ენთები“-ს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კლიენტი კომპანიების საგადასახადო შემოწმებებსა და აუდიტში.

რომ შევაჯამოთ, თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი ზომისა და სირთულის საგადასახადო საკითხი მიანდოთ „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტთა გუნდს.

საგადასახადო კონსულტაცია

ჩვენ კომპანიას ჰყავს საქართველოში ერთერთი ყველაზე გამოცდილი და ეფექტური საგადასახადო ექსპერტთა გუნდი, რომელიც ნებისმიერი სირთულისა და ზომის საგადასახადო საკითხთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ საგადასახადო ორგანოში, აქვთ პრაქტიკულად ყველა ბიზნეს-სეგმენტის წარმომადგენელი კომპანიის საგადასახადო შემოწმების გამოცდილება.

საგადასახადო კონსულტაცია ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია და მოიცავს კომპანიის მფლობელებისა და მენეჯერების დახმარებას შემდეგ საკითხებში:

  • კომპანიის არსებული აღრიცხვის საგადასახადო აუდიტი და რისკების გამოვლენა

  • შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში დახმარება

  • ბიზნეს-ტრანზაქციების განხორციელებამდე საგადასახადო რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა

  • საგადასახადო რისკების ყოველთვიური მონიტორინგი, მინიმიზაცია და გადასახადების დაგეგმვა

  • საგადასახადო დავების მართვა

რა საჭიროა საგადასახადო კონსულტაცია?

ნებისმიერი სფეროსა და ზომის კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია საგადასახადო რისკების მონიტორინგი და კონტროლი. საგადასახადო რისკების წაყრუებამ და სათანადო ყურადღების არ დათმობამ შესაძლოა კომპანია გაკოტრების რისკის წინაშეც კი დააყენოს. გამოცდილ ექსპერტებთან საგადასახადო კონსულტაცია აგარიდებთ პრობლემებს მომავალში და საშუალებას მოგცემთ, რომ განავითაროთ კომპანია ორგანიზებულად, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

კომპანიები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე თუ რა კარგი იქნებოდა, რომ ადრე ჰქონოდათ ინფორმაცია ამა თუ იმ საგადასახადო საკითხის შესახებ, რაც საშუალებას მისცემდათ, რომ უკეთ და ეფექტურად დაეგეგმათ ტრანზაქცია. საგადასახადო კონსულტაცია ინფორმირებულობის ერთერთი უმთავრესი საშუალებაა.

საგადასახადო კონსულტაციის რა ფორმატები არსებობს?

საგადასახადო კონსულტაცია შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან მუდმივი. ერთჯერადი კონსულტაციის შემთხვევაში მომხმარებელი, ფიზიკური შეხვედრის ან ვიდეო-ზარის საშუალებით, უსვამს სასურველ კითხვებს ჩვენ საგადასახადო ექსპერტს და იღებს პასუხებს. საგადასახადო კონსულტაციას შესაძლოა მიეცეს „მუდმივი“ სახეც, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ ნებისმიერ დროს „ენთები“-ს საგადახადო ექსპერტებთან კონსულტაციების გავლას და ასევე ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტის მუდმივ კონტროლს. „ენთები“ საგადასახადო დაზღვევის ფარგლებში პასუხს აგებს გაცემული კონსულტაციების სიზუსტეზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მუდმივი მომსახურების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემთხვევაში, „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტთა გუნდი ჩაერთვება აუდიტის პროცესში და წარმართავს საგადასახადო ორგანოსთან ეფექტურ კომუნიკაციას.     

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?