„ენთები“ ერთერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიაა საქართველოში ნებისმიერი ზომისა და სირთულის საგადასახადო პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან ხოლმე თუ რა გამოცდილება გვაქვს საგადასახადო სფეროში და რამდენად შეგვიძლია მათი დახმარება რთულ საკითხებში. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს საგადასახადო ექსპერტების გამოცდილება, ეფექტურობა და სანდოობა.
იმისათვის, რომ დაადგინოთ, თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის კომპანია თქვენი საგადასახადო საკითხების მოგვარებას, რეკომენდირებულია, რომ დასვათ სამი ძირითადი კითხვა:
რამდენ საგადასახადო შემოწმებასთან ჰქონია ექსპერტს შეხება?
რა სირთულის საგადასახადო საკითხებთან ჰქონია ექსპერტს შეხება?
რომელ ორგანიზაციებში აქვს მიღებული სამუშაო გამოცდილება ექსპერტს?
განვიხილოთ თითოეული კითხვა ზოგადადაც და „ენთებთან“ მიმართებაშიც.
საგადასახადო სფერო საკმაოდ კომპლექსურია და მრავალ საკითხში საჭიროებს გამოცდილებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც საგადასახადო ექსპერტს შეხება ჰქონია მხოლოდ რამდენიმე საგადასახადო აუდიტთან და შესაბამისაც სპეციალიზებულია კონკრეტულ საგადასახადო საკითხებში (მაგალითად დღგ-ში ან ტრანსფერ ფრაისინგში), თუმცა შესაძლოა არ აქვს გამოცდილება სხვა საგადასახადო ასპექტებში. მნიშნელოვანია, რომ ექსპერტს ჰქონდეს კომპლექსური პრაქტიკული გამოცდილება ყველა მსხვილ საგადასახადო საკითხში.
კარიერის მანძილზე „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს მიღებული აქვთ მონაწილეობა უამრავი კომპანიის საგადასახადო შემოწმებაში, პრაქტიკულად ყველა სფეროში, დაწყებული წარმოებიდან და სუპერმარკეტებიდან, დამთავრებული სამშენებლო კომპანიებითა და მომსახურების სფეროებით. სწორედ ამიტომ, იციან თუ რა ასპექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საგადასახადო რისკების მინიმიზაციისთვის. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად ანდოთ თქვენი ბიზნესის საგადასახადო მომსახურება „ენთები“-ს ექსპერტებს.
შესაძლოა საგადასახადო ექსპერტს გამოცდილება ჰქონდეს მიღებული მცირე სირთულის ან მცირე თანხის საგადასახადო საკითხებთან, მაგრამ არ ჰქონდეს გამოცდილება მსხვილ და კომპლექსურ საკითხებში.
„ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს გამოცდილება აქვთ მრავალ-მილიონიანი საგადასახადო საკითხების მართვაში, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებთან მიმართებითაც. ჩვენ ექსპერტებს აქვთ წარმატებული წინასწარი საგადასახადო დასკვნების აღებისა და პრაქტიკაში დანერგვის გამოცდილება რთულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენი საგადასახადო სერვისი თქვენი კომპანიისთვის ეფექტური და პრაქტიკული იქნება.
შესაძლოა საგადასახადო ექსპერტის გამოცდილება ერთი რომელიმე კონკრეტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიას უკავშირდებოდეს. ამიტომ ექსპერტის გამოცდილების შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ორგანიზაციებში აქვს მიღებული მას გამოცდილება.
ჩვენს საგადასახადო ექსპერტებს აქვთ შემოსავლების სამსახურში („საგადასახადო“-ში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გარდა ამისა, მათ აქვთ გამოცდილება „ენთები“-ს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კლიენტი კომპანიების საგადასახადო შემოწმებებსა და აუდიტში.
რომ შევაჯამოთ, თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი ზომისა და სირთულის საგადასახადო საკითხი მიანდოთ „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტთა გუნდს.