საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

მნიშვნელოვანი შეღავათებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებით ბევრი ქართული კომპანია დაინტერესდა. მათ გაუჩნდათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხებიც პირდაპირ არ იკითხებოდა მთავრობის დადგენილებიდან. ამ სტატიაში პასუხი გაცემულია სწორედ ამ ბუნდოვან საკითხებზე.

 

რა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ამ სტატუსის მფლობელ კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს მნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-სა. ასევე მოგების გადასახადი განისაზღვრება 5%-ით ნაცვლად 15%-სა. ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანი შეღავათებია და შედეგად მრავალი კომპანიის მფლობელსა და მენეჯერს გაუჩნდა კითხვა – ხომ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ჩემი კომპანია?

 

რომელი კომპანიები შეძლებენ საერთაშორისო სტატუსის აღებას?

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის აღების უფლება აქვთ მხოლოდ გარკვეულ სფეროებში მოღვაწე საწარმოებს. კერძოდ, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ IT სფეროსა და საზღვაო სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს.

გარდა ამისა, სტატუსის ასაღებად საჭიროა რომ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამის სფეროებში მოღვაწეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. თუმცა, დადგენილება ასევე საშუალებას იძლევა, რომ სტატუსი მიიღოს იმ კომპანიამაც, რომელსაც ჰყავს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/საწარმოები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აღსანიშნავია რომ სტატუსის მისაღებად არაა სავალდებულო რომ კომპანიის შემოსავლების 100% იყოს ნებადართული საქმიანობებიდან (IT და საზღვაო სფეროები), თუმცა სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს ჯამური შემოსავლების 2%- კალენდარული წლის განმავლობაში.

 

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი კლიენტი კომპანიების მიერ დაისვა რამდენიმე კითხვა მათთვის ბუნდოვან საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის ხშირად მეორდებოდა შემდეგი კითხვები:

 

მე მაქვს IT კომპანია რომელიც 2 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართულ IT ბაზარზეამასთან მისი შემოსავლის 98%-ზე მეტი არის IT საქმიანობიდანჩემი მომხმარებლები არიან ძირითადად ადგილობრივი კომპანიებიმეკუთვნის თუ არა ეს სტატუსი?

მოკლე პასუხია – არა.

სამწუხაროდ არაა საკმარისი ის, რომ ნებადართული საქმიანობიდან იყოს შემოსავლის 2%-ზე მეტი. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც თავად მთავრობის დადგენილებაში მითითებული არ იყო, თუმცა ფიგურირებს განცხადების ფორმაში. ანუ როდესაც კომპანია ავსებს განცხადებას აღნიშნული სტატუსის მისაღებად, იქ არის ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღრავს, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად ასევე სავალდებულოა რომ შემოსავლების 98%-ზე მეტი იყოს ექსპორტიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ კომპანიას მიენიჭოს სტატუსი, იგი მომსახურებას უნდა უწევდეს იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საზღვარგარეთ. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს არანაკლებ 98%-სა, ხოლო ადგილობრივი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.     

 

თუ ჩემს კომპანიას არ აქვს IT სფეროში მოღვაწეობის 2 წლიანი გამოცდილებამაგრამ მის დამფუძნებელ პარტნიორებს (ფიზიკურ პირებსაქვთ ეს გამოცდილებამეკუთვნის თუ არა ეს სტატუსი?

მოკლე პასუხია – არა.

მიზეზი არის ის რომ დადგენილებაში მკაფიოდ არის მითითებული რომ პარტნიორ კომპანიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), და არა პარტნიორ ფიზიკურ პირს, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

 

თუ ტურისტულ სფერში მოღვაწეობ, უნდა იცოდე

2021 წლის 1 აგვისტოდან საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ტურიზმის სფეროში მოღვაწე არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის, რადგან შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ შემოსავლებზე. ცვლილება შეეხება იმ არამეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქირავებენ ბინას, ან სხვა უძრავ ქონებას, უცხოური ელექტრონული პლატფორმების (მაგ. Booking.com-ის) საშუალებით.

ცვლილებების მიხედვით, უცხოელ დასაბეგრ პირს, მაგალითად Booking.com-ს, წარმოეშობა დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ-თი) დაბეგვრის ვალდებულება. დღგ-ს განაკვეთი საქართველოში 18%-ია.

მაგალითად, თუ ადრე არამეწარმე ფიზიკური პირი, Booking.com-ზე, აქირავებდა ბინას თვეში 1,000 ლარად, აღნიშნული თანხიდან Booking.com იტოვებდა საკომისიოს, დავუშვათ 15%-ს, ანუ 150 ლარს და შესაბამისად ბინის მფლობელი ბინის გაქირავებიდან იღებდა შემოსავალს – 850 ლარის ოდენობით (1,000 – 150). 1 აგვისტოდან, Booking.com-ს უწევს მის საკომისიოზე 18% დღგ-ს გადახდა. ეს ნიშნავს რომ 18% დაითვლება არა 1,000 ლარიდან, არამედ Booking.com-ის წილი 150 ლარი საკომისიოდან. შესაბამისად, ჩვენს მაგალითში გადასახადი გაუტოლდება 27 ლარს (150 x 18%). აღნიშნული გადასახადის გადახდა ეკისრება Booking.com-ს, თუმცა იგი აღნიშნულ გადასახადს დაუმატებს ფიზიკური პირების საკომისიოს და შედეგად არამეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც საკუთარ ბინას გააქირავებს Booking.com-ის საშუალებით, ჩვენს მაგალითში, მოუწევს 150 ლარის ნაცვლად 177 ლარის (150 + 27) დატოვება Booking.com-სთვის. თუ დავუშვებთ, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გაზარდოს ბინის გასაქირავებელი ფასი, მაშინ მისი შემოსავალი შემცირდება 850 ლარიდან 823 ლარამდე (1,000 – 177).

რომ შევაჯამოთ, Booking.com-ის საკომისიო იზრდება 18%-ით, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ძველ სქემაში Booking.com გაჭრიდათ 15%-ს, ახლა ჩამოგაჭრით 17.7% (15% x 1.18). თუ ძველ სქემაში გაჭრიდათ 20%-ს, ახლა ჩამოგაჭრით 23.6%-ს (20% x 1.18).

თუ სასტუმრო ბიზნესში ხარ, ნახე რა უნდა გაითვალისწინო

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის, რომლებიც შიდა და გარე ტურიზმზე არიან მეტწილად დამოკიდებულნი, მნიშვნელოვანია ოთახების დატვირთულობის მაჩვენებლის კონტროლი. დატვირთულობის მაჩვენებელი მარტივად დაითვლება გაქირავებული ოთახების რაოდენობის გაყოფით, გასაქირავებლად ხელმისაწვდომი ოთახების რაოდენობაზე, მოცემულ პერიოდში. მაგალითად, თუ ივნისის განმავლობაში 100 ხელმისაწვდომი ოთახიდან გაქირავებული იყო 70 ოთახი, ივნისის თვის დატვირთულობის მაჩვენებელი იქნება 70%.

უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი არის ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ დატვირთულობის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელზეც სასტუმრო არც ზარალზეა და არც მოგებაზე (შემოსავლები უტოლდება ჯამურ ხარჯებს). ეს რიცხვი სასტუმროს მენეჯერს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს, უღირს თუ არა სასტუმროს მუშაობა კონკრეტულ სეზონზე. კერძოდ, თუ მენეჯერი, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ აპრილში მისი სასტუმროს დატვირთულობა იქნება დაახლოებით 25%, ხოლო მისი ნულოვანი მოგების დატვირთულობა არის 30%, მაშინ მენეჯერი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ აპრილში არ ამუშავოს სასტუმრო. ხშირად სასტუმროს მენეჯერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებენ პირად სუბიექტურ შეგრძნებებზე დაყრდნობით, ხოლო დატვირთულობის მაჩვენებელი არის ის ობიექტური საზომი, რომელიც ამარტივებს ამ გადაწყვეტილების მიღებას.

რა თქმა უნდა ნულოვანი მოგების დატვირთულობა განსხვავდება სასტუმროდან სასტუმრომდე და არ არის უნივერსალური მაჩვენებელი. ერთი სასტუმროსთვის ის შეიძლება იყოს 25% ხოლო მეორესთვის 40%. გააჩნია სასტუმროს ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს და ოთახის გაქირავების ფასს. გარდა ამისა, თუ ხარჯები იცვლება (მაგ. ინფლაციის გამო) ან იცვლება ოთახის გაქირავების ფასი კლიენტებისთვის, მსგავსი ცვლილებები ასევე შეცვლის სასტუმროს ნულოვანი მოგების დატვირთულობის მაჩვენებელსაც. სწორედ ამიტომ მნიშნელოვანია აღნიშნული მაჩვენებლის გარკვეული პერიოდულობით განახლება და გადაანგარიშება.

მაგალითად,
თუ სასტუმროს გასაქირავებელი აქვს ჯამში 20 ოთახი

სასტუმროს მუშაობის პერიოდში ფიქსირებული ხარჯები (როგორებიცაა მაგ. სასტუმროს მენეჯერის ხელფასი, ბუღალტრის ხელფასი და სხვა) შეადგენს თვეში 3,600 ლარს.

ცვლადი ხარჯი (როგორებიცაა მაგ. კომუნალური ხარჯი, დალაგების ხარჯი, საკვების ხარჯი და სხვა) ერთ ოთახზე, მისი გაქირავების შემთხვევაში, შეადგენს თვეში 900 ლარს.

ერთი ოთახის გაქირავებიდან მიღებული თვიური შემოსავალი არის 1,500 ლარი.

ასეთ შემთხვევაში, ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ ის დატვირთულობა რომელიც საკმარისი იქნება ცვლადი ხარჯების გასტუმრების შემდეგ ფიქსირებული ხარჯების გადასაფარად და ნულოვან მოგებაზე გასასვლელად, გამოიანგარიშება შემდეგნაირად: გაქირავებული ოთახების რაოდენობა x (1,500-900) – 3,600 = 0

აქედან გამომდინარე, იმისათვის რათა ეს განტოლება შედგეს, თვის განმავლობაში გაქირავებული ოთახების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 6 ოთახს. ეს ნიშნავს, რომ ნულოვანი დატვირთულობის მაჩვენებელი ამ სასტუმროსთვის შეადგენს 30%-ს (6/20).

თუ მენეჯერის მოლოდინია, აპრილის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობა ექნება 25%, ეს ნიშნავს რომ ოპერირების შემთხვევაში, აპრილში იგი ნახავს ზარალს, რადგან საჭიროა მინიმუმ 30%-იანი დატვირთულობა ხარჯების დასაკომპენსირებლად. ხოლო 30%-ზე მეტ დატვირთულობას სასტუმრო გადაყავს მოგების ზონაში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?