ბუღალტერიის კომპლექსური კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების სრულფასოვან მომზადებას საბუღალტრო განხრით. ასევე სიღრმისეული პრაქტიკის უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს საბუღალტრო პროგრამის გამოყენებას, რათა მათ შეძლონ წარმატებული საქმიანობის განხორციელება ამ სფეროში. ეს კურსი მოამზადებს სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში მუშაობისთვის.
კურსი მოიცავს:
თეორიულ ცოდნას – ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები.
პრაქტიკულ უნარებს – საბუღალტრო პროგრამებისა და დოკუმენტაციის წარმოების პროფესიონალურ გამოყენებას.
Excel-ის ცოდნას – მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და ვიზუალიზაციას, რაც თანამედროვე ბუღალტრისთვის აუცილებელია.