ბუღალტული მომსახურების აუთსორსი

2 ივნისი 2025
ბუღალტული მომსახურების აუთსორსი

კომპანია X და კომპანია Y ბიზნესის სფეროს, ზომის, მართვის სტილისა და სხვა ასპექტების ჭრილში იდენტური კომპანიებია. ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა მათ შორის არის ის, რომ კომპანია X-მა აირჩია ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი, ხოლო კომპანია Y-მა აირჩია ბუღალტერიის ინსორს გამკლავება და აიყვანა თანამშრომელი. გადის რამდენიმე თვე და კომპანია X მარტივად უმკლავდება ყველა საბუღალტრო და საგადასახადო გამოწვევას, ხოლო კომპანია Y არაერთხელ ჩავარდა გასაჭირში. კონკრეტული შემთხვევები განხილულია ქვემოთ:

  • კვალიფიკაცია და კომპეტენცია – კომპანია X უპრობლემოდ იღებს პასუხს მის მიერ საგადასახადო და ბუღალტრულ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ ყველა კითხვაზე, ხოლო კომპანია Y არაერთხელ შეეჩეხა სიტუაციას, როდესაც მისი ბუღალტრის კომპეტენცია საკმარისი არ აღმოჩნდა კონკრეტული რთული ტრანზაქციის დასაგეგმად. კომპანია X-ის შემთხვევაში აუთსორს ბუღალტრული კომპანიის მიერ გამოყოფილმა ბუღალტერმა საჭიროებისას საკითხში ჩართო გუნდის სხვა წევრები, მათ შორის საგადასახადო ექსპერტი და ფინანსური კონსულტანტი, რომელთაც ერთობლივად გაარჩიეს ტრანზაქცია და კლიენტ კომპანიას საუკეთესო გზა ურჩიეს. ხოლო კომპანია Y-ის შემთხვევაში დაქირავებულმა ბუღალტერმა ვერავის მიმართა საკუთარი აზრის გადასამოწმებლად.
  • საგადასახადო დაზღვევა კომპანია Y-ს მოუვიდა შეცდომა, რის გამოც საგადასახადო ორგანომ დააჯარიმა 10,000 ლარით. მან საკუთარ ბუღალტერს უსაყვედურა, თუმცა ჯარიმის გადახდა თავად კომპანიას მოუწია. კომპანია X-მა, ანალოგიურ სიტუაციაში მიმართა აუთსორს ბუღალტრული კომპანიის წარმომადგენლებს და მოითხოვა ჯარიმის ანაზღაურება. აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ჯარიმა განპირობებული იყო მივლენილი ბუღალტრის მიერ დაშვებული შეცდომით. შედეგად, აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ აუნაზღაურა კლიენტ კომპანიას საგადასახადო ჯარიმის თანხა.
  • სტაბილურობა – მიღებული საყვედურით განაწყენებულმა ბუღალტერმა, კომპანია Y-ს გამოუცხადა, რომ მან მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება და კომპანიას მისცა კანონით გათვალისწინებული 1 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც კომპანიას უნდა ეპოვნა მისი შემცვლელი. კომპანია Y-ს კვალიფიციური ბუღალტრის მოძიება ძალიან გაუჭირდა და როცა იპოვნა და აიყვანა, ახალმა ბუღალტერმა უთხრა, რომ ძველი ბუღალტრის ნაწარმოებ ბუღალტერიაზე და ნაშთების სისწორეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. რაც შეეხება კომპანია X-ს, მისმა აუთსორს ბუღალტერმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრება 2 თვით, თუმცა აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა გამოყოფილი ბუღალტრის ჩანაცვლება კლიენტი კომპანიისთვის და უზრუნველყო სერვისის უწყვეტობა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი ბუღალტრის გარდა აუთსორს მომსახურებაში ჩართული იყო დამხმარე ბუღალტერიც და პორტფელის მენეჯერიც, გადაბარების პროცესმა მარტივად ჩაიარა.   
  • პროგრამული უზრუნველყოფები კომპანია Y-მა მისი ბუღალტრის წასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებოდა არალიცენზირებულ და მოძველებულ საბუღალტრო პროგრამაში, რომელსაც აკლდა ავტომატიზაციები და ინტეგრაციები. კომპანია Y-მა სთხოვა თავის ახალ ბუღალტერს, რომ მას მოეხდინა ძველი ბუღალტერიისა და შესაბამისი ნაშთების ახალ პროგრამაში გადატანა, თუმცა ბუღალტერმა გამოუცხადა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. კომპანია X არ აღმოჩენილა მსგავს რთულ სიტუაციაში, რადგან მისმა აუთსორს ბუღალტრულმა კომპანიამ ბუღალტერიის წარმოება თავიდანვე თანამედროვე საბუღალტრო პროგრამაში დაიწყო და გატარებების ყველა ასპექტი მოწესრიგებულად აწარმოა.

 

საბოლოო ჯამში კომპანიამ X-მა დახარჯა ნაკლები თანხა და მიიღო უფრო ხარისხიანი შედეგი, ხოლო კომპანია Y-მა დახარჯა უფრო დიდი თანხა და შედეგად მიიღო მოუწესრიგებელი ბუღალტერია, უხარისხო მონაცემები და საგადასახადო რისკები.

 

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?