ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი

ბუღალტერიის წარმოება სავალდებულოა ნებისმიერი ზომისა და სფეროს წარმომადგენელი კომპანიისთვის. ბუღალტერიის გარეშე კომპანია ვერ შეძლებს საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას, რაც მას მნიშვნელოვანი ჯარიმებისა და საურავების რისკის წინაშე აყენებს და ასევე ვერ შეძლებს წლიური სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას, რაც ასევე დაკავშირებულია ჯარიმებთან. გარდა იმისა რომ ბუღალტერიის წარმოება სავალდებულოა, იგი სასურველიცაა და საშუალებას იძლევა რომ კომპანიის მენეჯერებმა და მფლობელებმა მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ბუღალტერიის წარმოება კომპანიას შეუძლია როგორც შიდა კადრის დაქირავების, ასევე მომსახურების აუთსორსის გზით. ბუღალტრული მომსახურების აუთსორსის მნიშვნელობა და მისი უპირატესობები დეტალურად განხილული გვაქვს სხვა სტატიებში, ხოლო ამ სტატიის მიზანია თავად აუთსორსის პროცესის მექანიკის მიმოხილვა. 

 

როგორ მუშაობს ბუღალტერიის აუთსორსი პრაქტიკაში? 

კონტაქტი

ბუღალტრული მომსახურების აუთსორსისთვის, მსურველი კომპანიის წარმომადგენელი (ხშირად დირექტორი ან მფლობელი) უკავშირდება აღნიშნული მომსახურების მომწოდებელს, ჩვენ შემთხვევაში „ენთებს“. დაკავშირება შეიძლება მოხდეს როგორც სატელეფონო ზარის, ასევე სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (მეილი, ფეისბუქი, ლინკდინი და სხვა).

კითხვარი

პირველადი კომუნიკაციის შემდეგ, „ენთების“ წარმომადგენელი აუთსორსის მსურველი კომპანიის საკონტაქტო პირს უგზავნის შესავსებ კითხვარს, სადაც ივსება კომპანიის შესახებ რამდენიმე მნიშნელოვანი პარამეტრი რაც „ენთებს“ საშუალებას აძლევს რომ განსაზღვროს მომსახურების საფასური და კლიენტზე მორგებული პირობები.

შეთავაზება

კითხვარის შევსებიდან უმოკლეს ვადაში, „ენთები“ კომპანიას უგზავნის შეთავაზებას, სადაც მომსახურების საფასურთან ერთად მოცემულია თანამშრომლობის სხვა პირობებიც. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, „ენთები“ ახდენს კლიენტი კომპანიისთვის კონკრეტული ბუღალტრების გუნდის განსაზღვრას და კლიენტ კომპანიას აწვდის მასზე მიმაგრებული მთავარი ბუღალტრის საკონტაქტო ინფორმაციას.

ბუღალტერია

ამის შემდეგ, „ენთები“ იწყებს კომპანიის ბუღალტერიის წარმოებას რაც, სხვა სერვისებთან ერთად, მოიცავს მონაცემების საბუღალტრო პროგრამაში ასახვას, დოკუმენტების ელექტრონული არქივის წარმოებასა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებას.

ძველი პერიოდები

ხშირად არის შემთხვევა როცა კლიენტ კომპანიას უწევს ძველი პერიოდების გასწორება, რადგან „ენთებთან“ თანამშრომლობის დაწყებამდე ბუღალტერია დაბალი ხარისხითაა ან საერთოდ არ არის წარმოებული. ასეთ შემთხვევებში, „ენთები“ კლიენტებს ასევე სთავაზობს ძველი პერიოდების კორექტირებასა და საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების სერვისს.

დახმარება?