ფინანსური დეპარტამენტი

ფინანსური დეპარტამენტი

ფინანსური დეპარტამენტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტია ნებისმიერი კომპანიისთვის. რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს კომპანია და რა ზომისაც არ უნდა იყოს, მას აუცილებლად სჭირდება როგორც მინიმუმ ერთი გამოცდილი კადრი ფინანსების მიმართულებით. ფინანსური დეპარტამენტი მოიცავს ისეთ ფუნქციებს როგორებიცაა ბუღალტერიის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, საბანკო გადარიცხვები, ფინანსური ანგარიშგებების რეპორტინგი, ფინანსური შედეგების ანალიზი, ბიუჯეტირება და სხვა.

 

რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა კომპანიამ?

დამწყებ კომპანიას, რომელსაც საწყის ეტაპზე დიდი ოდენობით ტრანზაქციები არ გააჩნია, შეუძლია აიყვანოს შიდა ბუღალტერი ან დაიქირავოს ბუღალტრული კომპანია. რაოდენ მცირე რაოდენობით ტრანზაქციებიც არ უნდა ჰქონდეს კომპანიას, მას მოუწევს ბუღალტრის ან ბუღალტრული კომპანიის არსებობის პირველივე დღიდან დაქირავება, რათა მათ მოახდინონ გადასახადების დათვლა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება შესაბამის ორგანოსთან. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებს. სწორედ ამიტომ, ბუღალტრის დაქირავება დამწყები კომპანიისთვისაც აუცილებელია.

გარდა ამისა, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებსაც (მცირე ზომის კომპანიები) ავალდებულებს წლიურად ფინანსური მონაცემების წარდგენას, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და სხვა ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის შევსება ხდება შესაბამისი სამსახურის ელექტრონულ პორტალზე. ამ ინფორმაციის ჯეროვნად წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამართული ბუღალტრული აღრიცხვის არსებობის შემთხვევაში.

ენთები დამწყებ კომპანიებს სთავაზობს მათზე მორგებულ ტარიფებს. კერძოდ, იმისათვის რომ კომპანიას არ დასჭირდეს შიდა ბუღალტრის სრულ განაკვეთზე აყვანა და ხარჯის გაწევა, ენთები მათ სთავაზობს პაკეტს “სტარტაპერი”, რომელიც ნაკლებ ხარჯიანია ბუღალტრის აყვანასთან შედარებით.

 

რა უნდა გაითვალისწინოს საშუალო ზომის კომპანიამ?

დამწყები კომპანიებისგან განსხვავებით, საშუალო ზომის კომპანიებს მეტი ტრანზაქცია გააჩნიათ და მათი ფინანსური მართვა მეტ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ კომპანიებს ხშირად ბუღალტრის გარდა ესაჭიროებათ ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც შეადგენს ფინანსურ რეპორტებს და გააკონტროლებს კომპანიის ფინანსურად გამართულ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, საშუალო ზომის კომპანიები, ხშირად ხვდებიან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“-ის მიერ განსაზღვრულ მესამე კატეგორიაში. ამ კატეგორიის კომპანიებს, შესაბამისი სამსახურის პორტალზე ინფორმაციის შევსების გარდა, ასევე ევალებათ წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენა, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას მოიცავს ვიდრე დამწყები კომპანიების მიერ წარდგენილი ციფრული ფორმები. კერძოდ, მესამე კატეგორიის საწარმოებს, ციფრული ფორმების გარდა, უწევთ წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, რომელსაც თან ერთვის ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნები. სწორედ ამიტომ, კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია პროფესიონალი ფინანსისტებისა და ბუღალტრების ჩართულობა. ენთები საშუალო ზომის კომპანიებს მათზე მორგებულ მომსახურების პაკეტს სთავაზობს.

დახმარება?