ჩვენ ვქმნით და ვაანალიზებთ წარმოების დეტალურ რეცეპტურას, რაც ზუსტი კალკულაციისა და სტანდარტიზებული ხარისხის წინაპირობაა.
თვითღირებულების ზუსტი კალკულაცია:
თითოეული პროდუქტისთვის, რეცეპტის საფუძველზე, ვითვლით ზუსტ თვითღირებულებას, რაც გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული საფასო გადაწყვეტილებები.
ნედლეულის ხარჯვის ავტომატიზებული კონტროლი:
რეალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ვახდენთ ნედლეულის ნორმატიულ ჩამოწერას, რაც ამარტივებს აღრიცხვას და ამცირებს შეცდომების რისკს.
ფაქტობრივი დანახარჯების დადგენა და ანალიზი:
პერიოდული ინვენტარიზაციის მეშვეობით ვადარებთ ნედლეულის ნორმატიულ და ფაქტობრივ ხარჯს. ჩვენ ვავლენთ დანაკარგებს და ვსწავლობთ მათი წარმოშობის მიზეზებს — იქნება ეს გაფუჭება, არასწორი პორცირება თუ სხვა ფაქტორები.