ჩვენ ვქმნით და ვაანალიზებთ წარმოების დეტალურ რეცეპტურას, რაც ზუსტი კალკულაციისა და სტანდარტიზებული ხარისხის წინაპირობაა.
თვითღირებულების ზუსტი კალკულაცია
თითოეული პროდუქტისთვის, რეცეპტის საფუძველზე, ვითვლით ზუსტ თვითღირებულებას, რაც გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული საფასო გადაწყვეტილებები.
ნედლეულის ხარჯვის ავტომატიზებული კონტროლი
რეალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ვახდენთ ნედლეულის ნორმატიულ ჩამოწერას, რაც ამარტივებს აღრიცხვას და ამცირებს შეცდომების რისკს.
ფაქტობრივი დანახარჯების დადგენა და ანალიზი
პერიოდული ინვენტარიზაციის მეშვეობით ვადარებთ ნედლეულის ნორმატიულ და ფაქტობრივ ხარჯს. ჩვენ ვავლენთ დანაკარგებს და ვსწავლობთ მათი წარმოშობის მიზეზებს — იქნება ეს გაფუჭება, არასწორი პორცირება თუ სხვა ფაქტორები.