საგადასახადო დავა

ჩვენი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ჭირდებათ მხარდაჭერა დავის წარმოებაში.

თუ არ ეთანხმებით შემოსავლების სამსახურის შემოწმების შედეგებს, აუცილებელია დროულად დაიწყოთ საგადასახადო დავის წარმოება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესის სრულ მხარდაჭერას – საჩივრის მომზადებიდან თქვენი ინტერესების სრულ დაცვამდე ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოში.

რატომ არის პროფესიონალების ჩართულობა მნიშვნელოვანი?

საგადასახადო დავა რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს:
1. არგუმენტირებული საჩივრის მომზადებას – სამართლებრივად გამართული დოკუმენტი ზრდის წარმატების ალბათობას.
2. საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას – რათა მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი უფლებები და ინტერესები.

ჩვენი გამოცდილება გაძლევთ საშუალებას თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და გაზარდოთ დავის წარმატებით დასრულების ალბათობა.

დახმარება?