საბუღალტრო გატარებების სერვისი („bookkeeping”) კომპანიებს საშუალებას აძლევს გაიმარტივონ ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი. ამ სერვისის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა საბუღალტრო გატარების შესრულებას, ხოლო კომპანიის მთავარი ბუღალტერი მხოლოდ ინფორმაციის ანალიზსა და საგადასახადო დეკლარაციების გადაგზავნაზე იქნება პასუხისმგებელი. შედეგად, მთავარ ბუღალტერს ვუმსუბუქებთ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ დატვირთვას და ვათავისუფლებთ „შავი სამუშაოსგან”.