2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქმიანობის გაფართოებით დაინტერესდა ინვესტორი, რომელიც წარმატებით ოპერირებდა სპეციალიზებული გამაგრილებელი სასმელების წარმოების სფეროში ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
ინვესტორი განიხილავდა ადგილობრივი კომპანიის შეძენას, რომელიც შეირჩა პირადი რეკომენდაციის საფუძველზე. სამიზნე კომპანიას გააჩნდა გამაგრილებელი სასმელების საწარმოო დანადგარები და სასაწყობე მაცივრები, ხოლო შეძენის ფასი შეთანხმებული იყო დაახლოებით 4 მილიონ აშშ დოლარზე.
რისკების იდენტიფიცირება
გარიგების დასრულებამდე ინვესტორმა პროცესში ჩართო „ენთები“, როგორც ფინანსური due diligence-ის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანია.
ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას გააჩნდა მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებული ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, რომელთა ოდენობა 1.5 მილიონ ლარს აღემატებოდა. მსგავსი ტიპის ვალდებულებები პირდაპირ აისახებოდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვან ფინანსურ და რეპუტაციულ რისკს უქმნიდა ინვესტორს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ინფორმაცია სრულად არ არის იყო გაზიარებული გარიგების საწყის პირობებში.
სტრატეგიის ცვლილება და ახალი ინვესტიცია
გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა არსებული კომპანიის შეძენაზე და ნაცვლად ამისა დაეფუძნებინა ახალი კომპანია საქართველოში. აღნიშნული კომპანიის ბუღალტერიის წარმოებასა და ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო „ენთებმა“.
ახალ კომპანიაში ინვესტორმა ჯამურად ჩადო დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოხმარდა:
ამგვარად, ინვესტორმა შეძლო თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და დაეწყო ოპერაციები სუფთა ბალანსითა და გამჭვირვალე ფინანსური სტრუქტურით.
„ენთები“-ს როლი
„ენთები“-მ უზრუნველყო დეტალური ფინანსური due diligence-ის ჩატარება, რაც მოიცავდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ვალდებულებებისა და პოტენციური რისკების სიღრმისეულ შეფასებას.
მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ due diligence წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ პროცესს, არამედ სტრატეგიულ ინსტრუმენტს, რომელიც ინვესტორებს ეხმარება თავიდან აირიდონ არასასურველი გარიგებები და სწორად გადაანაწილონ კაპიტალი.
ინვესტორის კომენტარი
„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა და გვქონდა კონკრეტული კომპანიის შეძენის განზრახვა. თუმცა, სიღრმისეულმა ფინანსურმა ანალიზმა გვაჩვენა ის რისკები, რომლებიც გარიგების საწყის ეტაპზე არ ჩანდა.
„ენთები“-ს მიერ ჩატარებულმა ფინანსურმა ანალიზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი გადაწყვეტილების მიღებაში. შედეგად, ჩვენ შევძელით თავიდან აგვერიდებინა პრობლემური აქტივის შეძენა და ალტერნატიული გზით განგვეხორციელებინა ინვესტიცია.“
„ენთები“-ს კომენტარი
მსხვილ ტრანზაქციებში ინვესტორებისთვის გადამწყვეტია სანდო და გამოცდილ პარტნიორთან თანამშრომლობა.
საინვესტიციო პროექტებში ჩვენი ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ენთები“-ს, როგორც სანდო პარტნიორის როლს, რომელიც ინვესტორებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში.