ჩვენ კომპანიას ჰყავს საქართველოში ერთერთი ყველაზე გამოცდილი და ეფექტური საგადასახადო ექსპერტთა გუნდი, რომელიც ნებისმიერი სირთულისა და ზომის საგადასახადო საკითხთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტებს, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ საგადასახადო ორგანოში, აქვთ პრაქტიკულად ყველა ბიზნეს-სეგმენტის წარმომადგენელი კომპანიის საგადასახადო შემოწმების გამოცდილება.
საგადასახადო კონსულტაცია ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია და მოიცავს კომპანიის მფლობელებისა და მენეჯერების დახმარებას შემდეგ საკითხებში:
კომპანიის არსებული აღრიცხვის საგადასახადო აუდიტი და რისკების გამოვლენა
შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში დახმარება
ბიზნეს-ტრანზაქციების განხორციელებამდე საგადასახადო რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა
საგადასახადო რისკების ყოველთვიური მონიტორინგი, მინიმიზაცია და გადასახადების დაგეგმვა
საგადასახადო დავების მართვა
რა საჭიროა საგადასახადო კონსულტაცია?
ნებისმიერი სფეროსა და ზომის კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია საგადასახადო რისკების მონიტორინგი და კონტროლი. საგადასახადო რისკების წაყრუებამ და სათანადო ყურადღების არ დათმობამ შესაძლოა კომპანია გაკოტრების რისკის წინაშეც კი დააყენოს. გამოცდილ ექსპერტებთან საგადასახადო კონსულტაცია აგარიდებთ პრობლემებს მომავალში და საშუალებას მოგცემთ, რომ განავითაროთ კომპანია ორგანიზებულად, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
კომპანიები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე თუ რა კარგი იქნებოდა, რომ ადრე ჰქონოდათ ინფორმაცია ამა თუ იმ საგადასახადო საკითხის შესახებ, რაც საშუალებას მისცემდათ, რომ უკეთ და ეფექტურად დაეგეგმათ ტრანზაქცია. საგადასახადო კონსულტაცია ინფორმირებულობის ერთერთი უმთავრესი საშუალებაა.
საგადასახადო კონსულტაციის რა ფორმატები არსებობს?
საგადასახადო კონსულტაცია შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან მუდმივი. ერთჯერადი კონსულტაციის შემთხვევაში მომხმარებელი, ფიზიკური შეხვედრის ან ვიდეო-ზარის საშუალებით, უსვამს სასურველ კითხვებს ჩვენ საგადასახადო ექსპერტს და იღებს პასუხებს. საგადასახადო კონსულტაციას შესაძლოა მიეცეს „მუდმივი“ სახეც, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ ნებისმიერ დროს „ენთები“-ს საგადახადო ექსპერტებთან კონსულტაციების გავლას და ასევე ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტის მუდმივ კონტროლს. „ენთები“ საგადასახადო დაზღვევის ფარგლებში პასუხს აგებს გაცემული კონსულტაციების სიზუსტეზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მუდმივი მომსახურების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემთხვევაში, „ენთები“-ს საგადასახადო ექსპერტთა გუნდი ჩაერთვება აუდიტის პროცესში და წარმართავს საგადასახადო ორგანოსთან ეფექტურ კომუნიკაციას.