„ენთები“ კომპანიებს სთავაზობს ფინანსური რეპორტინგის მომსახურებას, რაც მოიცავს საბუღალტრო ჩანაწერების დამუშავებასა და მენეჯერული და ფასს სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგებების მომზადებას.
ფინანსური რეპორტინგის საჭიროება
ფინანსური რეპორტები შეიძლება იყოს როგორც საბაზისო ასევე კომპლექსური. საბაზისო რეპორტების კლასიკური მაგალითებია: საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება და კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება. ასევე საბაზისო რეპორტებში გადის დებიტორებისა და კრედიტორების რეპორტები. კომპლექსური მენეჯერული რეპორტები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის და მათი ერთერთი უმთავრესი მიზანია დაეხმაროს მენეჯმენტს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, კომპლექსური რეპორტი შეიძლება აჩვენებდეს კომპანიის პროდუქტების ან ლოკაციების ჭრილში მომგებიანობის ანალიზს. გარდა ამისა, კომპლექსური რეპორტები შესაძლოა აჩვენებდეს პროდუქციის თვითღირებულების ანალიზს მასში შემავალი კომპონენტების მიხედვით.
კოპლექსური მენეჯერული რეპორტები, როგორც წესი, მზადდება მენეჯმენტის დაკვეთით და წარმოდგენილია ისეთ ფორმატში, რომელიც მენეჯმენტს აჩვენებს კომპანიის სხვადასხვა პროდუქტებში, დეპარტამენტებსა და ლოკაციებში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას. გარდა ამისა, კომპლექსური მენეჯერული რეპორტები გამოიყენება რაიმე სტრატეგიული ან ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ გადაწყვეტილების შესაძლო ფინანსური შედეგების გასაანალიზებლად. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ზომის კომპანიებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით დიდი და საშუალო ბიზნესებისთვის, რეკომენდირებულია ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, შედეგების წინასწარი ფინანსური ანალიზი.
ზოგიერთი მენეჯერი ფინანსური რეპორტინგის ფუნქციას დამატებით ხარჯად აღიქვამს, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, ფინანსურ რეპორტინგში ინვესტირებული თანხა ხშირად ასმაგად უბრუნდება კომპანიას სწორი გადაწყვეტილებებიდან მიღებული სარგებლის სახით.
ვინ ამზადებს ფინანსურ რეპორტებს
ფინანსურ რეპორტს ამზადებს კვალიფიციური ფინანსური ანალიტიკოსი ან ფინანსების მენეჯერი. ხშირად კომპანიები ფინანსური რეპორტების მომზადების ვალდებულებას აკისრებენ ბუღალტერს, თუმცა ბუღალტრებს აღნიშნულ სფეროში ნაკლები გამოცდილება აქვთ და შესაბამისად უხარისხო ან ნაკლებად გამოსადეგ რეპორტებს ამზადებენ. მიუხედავად იმისა რომ ბუღალტერიაც და ფინანსური რეპორტინგიც ფინანსურ სფეროს მიეკუთვნებიან, მენეჯერული რეპორტების მომზადება თვისობრივად განსხვავებული საქმეა და საჭიროებს განსხვავებული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ჩართვას. ანალოგიურად, ბუღალტერიის წარმოებას განსხვავებული კვალიფიკაცია ჭირდება და როგორც წესი რეპორტინგის სპეციალისტები ამ სფეროში ნაკლებად კვალიფიციურნი არიან.