ფინანსური მომსახურების აუთსორსინგი

ფინანსური მომსახურების აუთსორსინგი

თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში, ფინანსური მომსახურების აუთსორსინგს მნიშვნელოვანი როლი უკავია. მიუხედავად იმისა რომ აუთსორსინგს, ხარჯის შემცირების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობებიც გააჩნია, დღესდღეობით კომპანიების უმრავლესობა ფინანსურ სერვისებს შიდა კადრების დაქირავების გზით იღებენ. ეს სერვისებია:

 

ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგი

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები მოიცავს ფინანსური დეპარტამენტის პრაქტიკულად ყველა ფუნქციას. ენთები კლიენტ კომპანიებს სთავაზობენ უკლებლივ ყველა ამ მომსახურებას. აღსანიშნავია რომ ბუღალტერია, საგადასახადო მომსახურება, საბანკო გადარიცხვები და ფინანსური რეპორტინგი მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და ექვემდებარება ავტომატიზაციას. ამ ტიპის სერვისებში მნიშნელოვანია ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე სისტემების როლი. რაც შეეხება ბოლო სამ სერვისს (ფინანსური ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიზი და ფინანსური კონსულტაცია/რეკომენდაციები), მათში მანუალური ინტერვენცია ხშირია და ადამიანის როლი მეტად იკვეთება.

სრულფასოვანი ფინანსური დეპარტამენტის დაკომპლექტება ნებისმიერი კომპანიისთვის საციცოცხლოდ მნიშნელოვანია, თუმცა ხშირ შემთხვევაში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქართულ რეალობაში არის შემთხვევები როცა მნიშვნელოვანი ხარჯის გამო, კომპანიები უგულებელყოფენ ამ მიმართულებას და შემდგომში დიდი ფინანსური რისკების წინაშე დგებიან. ასეთი რისკებია: საგადასახადო ჯარიმები და საურავები, გაუმართავი აღრიცხვა რომელიც არ აძლევს კომპანიის მენეჯერებს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, არარსებული ფინანსური რეპორტები და ანალიზი რაც დღითიდღე უარესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და გაკოტრების რისკის წინაშე აყენებს კომპანიას.

 

ენთების ფინანსური სერვისები

ენთები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დასავლურ ქვეყნებში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით, კლიენტ კომპანიებს ამ სერვისების ხელმისაწვდომ ფასად მიღების საშუალებას აძლევს. ენთების მთავარი ამოცანაა რომ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურებები ხელმისაწვდომი გახადოს ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ნებისმიერი მსურველი კომპანიისთვის. ერთერთი ძირითადი ფასეულობა, რასაც კლიენტი იღებს ენთებთან თანამშრომლობით, არის სიმშვიდე და დაცულობის შეგრძნება კომპანიის ფინანსური მართვის კუთხით.

დახმარება?