ფინანსური მომსახურება

ფინანსური მომსახურება

„ენთები“ კლიენტ კომპანიებს სთავაზობს ფინანსურ მომსახურებას, რომელშიც შედის ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, კონსულტაცია, საგადასახადო აუდიტი, ფინანსური რეპორტინგი, ფინანსური ბიუჯეტირება და ანალიზი. ამ სერვისების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთიანი პაკეტის სახით.

 

ფინანსური მომსახურების საჭიროება

ნებისმიერი ზომისა და სფეროს წარმომადგენელ კომპანიას ესაჭიროება ფინანსური მომსახურება. ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც შიდა კადრის დაქირავებით ისე აუთსორსის გზით. „ენთები“ ძირითადად კონცენტრირდება მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე.

ფინანსური სერვისების კატეგორიებში შედის როგორც საბაზისო სერვისები, რომლებიც აუცილებელია, ასევე სერვისები რომლებიც სასურველია. აუცილებელ სერვისებს მიეკუთვნება ბუღალტერიის წარმოება და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება. ქართულ რეალობაში გვხვდება შემთხვევები როცა პირი აფუძნებს კომპანიას და იწყებს საქმიანობას, მაგრამ არ ქირაობს ბუღალტერს და შესაბამისად დგება დიდი რისკის წინაშე.

კომპანიის დაფუძნებამდე, ერთერთი პირველი საკითხი რაც დამფუძნებელმა უნდა მოაგვაროს, არის ბუღალტრის აყვანა. არსებობს სულ მცირე სამი სავალდებულო მოთხოვნა ნებისმიერი ზომის კომპანიის მიმართ, რომელიც მან დაარსების დღიდანვე უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ:

  • საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება და გადასახადების გადახდა
  • დასაქმებული (და სხვა) პირებისთვის საპენსიო სააგენტოში სავალდებულო შენატანების განხორციელება
  • წლიური სავალდებულო ანგარიშგების წარდგენა

ამ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილება ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის სავალდებულოა და მათი შესრულების გარეშე კომპანია დგას მნიშნელოვანი ჯარიმების, საურავებისა და გაკოტრების რისკის წინაშე.

 

„ენთები“-ს მომსახურება

„ენთები“ მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს ყველა იმ ფინანსურ მომსახურებას, რომლებიც აუცილებელია რეგულატორული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კვალიფიციური კადრებისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, „ენთები“ კლიენტ კომპანიებს უწევს მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას.

მიზნობრივი სეგმენტიდან გამომდინარე, „ენთები“-ს სერვისის ფასი ხელმისაწვდომია და ნაკლებია ვიდრე ბაზარზე არსებული საშუალო. გარდა ამისა, „ენთები“ ფინანსურად აგებენ პასუხს საკუთარი ბრალეულობით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზე.