უცხოელი ინვესტორების ფინანსური მომსახურება

ფინანსური სერვისები

„ენთები“ უცხოელ კლიენტებს ვთავაზობთ ფინანსური მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის ბუღალტერიის წარმოებას, საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებასა და რეპორტინგს.

 

საბაზისო მომსახურების პაკეტი

უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ აირჩიონ საბაზისო სერვისის პაკეტი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ბუღალტერიის წარმოებასა და საგადასახადო დეკლარაციებს. ეს პაკეტი იდეალურია იმ ინვესტორთათვის, რომელთაც უნდათ რომ გააკეთონ სავალდებულო მინიმუმი ადგილობრივი რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ პაკეტის მთავარი უპირატესობაა მისი დაბალი ფასი, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 100 აშშ დოლარია (ან 90 ევრო). შესაძლოა ფასი მცირედით აღემატებოდეს ამ თანხას კომპანიის ზომიდან გამომდინარე. 

 

კომპლექსური მომსახურების პაკეტი

გარდა მინიმუმი სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, ეს პაკეტი, საშუალებას აძლებს კლიენტებს რომ მიიღონ ყოველთვიური ფინანსური რეპორტები, მათ შორის საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება. ამ სერვის-პაკეტის ფასი აღემატება საბაზისო პაკეტის ფასს, თუმცა ჩვენი კლიენტების ნაწილი, რომელთაც გააჩნიათ ფინანსური რეპორტინგის მოთხოვნა მშობელი კომპანიის, ინვესტორების ან სხვა მხარეების მიმართ, ხშირად ირჩევენ ამ მომსახურების პაკეტს რათა მიიღონ მომსახურების უფრო ფართო სპექტრი.

 

პროფესიონალური მომსახურების პაკეტი

ამ პაკეტის ფარგლებში უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ მოითხოვონ ნებისმიერი დეტალური ფინანსური რეპორტი. მაგალითად, ბიუჯეტის რეალურ შედეგებთან შედარება, ხარჯის კომპონენტების ტრენდის ანალიზი, ფინანსური პროგნოზები და სხვა. პროფესიონალური მომსახურების პაკეტი იდეალურია მსხვილი უცხოური კომპანიებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დეტალური რეპორტების საჭიროება და ანგარიშვალდებულნი არიან სახელმწიფო საწარმოების (მაგ. „გრანტის რეპორტინგი“), ბანკების ან სახსრების მომწოდებელი სხვა ორგანიზაციების წინაშე.