საბუღალტრო სერვისი

საბუღალტრო სერვისი

ნებისმიერ კომპანიას, მოღვაწეობის სფეროსა და ზომის მიუხედავად, სჭირდება საბუღალტრო სერვისი. კომპანიისთვის საბუღალტრო სერვისის გამწევი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი ხშირად წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი, როგორც წესი, წარმოადგენს საბუღალტრო/საკონსულტაციო კომპანიას.

საბუღალტრო სერვისის ფასი

საბუღალტრო სერვისის ფასი განსხვავდება კომპანიების, მათი ზომის, სააღრიცხვო სირთულისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებს, როგორც წესი, უფრო ფასის გადახდა უწევთ საბუღალტრო მომსახურებაში ვიდრე წარმოებებს, რადგან წარმოება, შინაარსიდან გამომდინარე, უფრო რთული აღსარიცხავია და მეტ დროით რესურსს მოითხოვს. ამიტომ, მხოლოდ კომპანიის ზომიდან გამომდინარე მისი საბუღალტრო სერვისის ფასის დადგენა არ ხდება. ფასის დადგენისას გაითვალისწინება სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. მაგალითად, როგორც წესი, დამწყები კომპანიებისთვის (სტარტაპებისთვის) საბუღალტრო სერვისის ფასი ხშირად ნაკლებია ვიდრე იგივე ზომის კომპანიისთვის, რომელიც დიდი ხანია ოპერირებს ბაზარზე. ეს განპირობებულია იმით რომ დიდი ხნის მოქმედ კომპანიაში მეტი სააღრიცხვო რისკი არსებობს და მეტი დეტალია გასათვალისწინებელი.

მომსახურების საბუღალტრო კომპანიაზე აუთსორსინგის შემთხვევაში, საბუღალტრო სერვისის ფასი, როგორც წესი, უფრო ნაკლებია ვიდრე ის რაც კომპანიას დაუჯდებოდა შიდა ბუღალტრის აყვანა, რაც ნიშნავს იმას რომ შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში კომპანიას მეტი ხარჯის გაღება უწევს ვიდრე საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგის შემთხვევაში მოუწევდა. აღნიშნული განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელთაგანაც უმთავრესია ის, რომ საბუღალტრო კომპანიას გააჩნია სააღრიცხვო კომპიუტერული პროგრამები, საკომუნიკაციო სისტემები და ავტომატიზებული პროცესები, რომლებიც ხარჯის დაზოგვის საშუალებას იძლევა. სახარჯო უპირატესობის შედეგად, საბუღალტრო კომპანიას აქვს საშუალება, რომ ბიზნესებს მომსახურება დაბალ ფასად შესთავაზოს.

საბუღალტრო სერვისის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა

კომპანიებს საბუღალტრო სერვისის საჭიროება მუდმივად გააჩნიათ, სწორედ ამიტომ, როგორც წესი, საბუღალტრო სერვისის მიწოდება მუდმივ რეჟიმში ხდება და მას სასრული ვადა არ გააჩნია. მანამ სანამ კომპანია ფუნქციონირებს, მას გააჩნია ტრანზაქციები რომელსაც ახორციელებს, მათ შორის გაყიდვები, შესყიდვები, თანამშრომელთა ხელფასების ადმინისტრირება და სხვა. ბუღალტრული სერვისის ფარგლებში სწორედ აღნიშნული ტრანზაქციების აღრიცხვა, გატარება და საგადასახადო ორგანოში დეკლარირება ხდება.

სერვისის უწვეტ რეჟიმში მისაღებად, კომპანიას შეუძლია დაიქირავოს საბუღალტრო/საკონსულტაციო კომპანია ან მოახდინოს შიდა ბუღალტრის აყვანა. ამ ალტერნატივების პლუსები და მინუსები განხილულია ქვემოთ.

ფიზიკური პირის მიერ გაწეული საბუღალტრო სერვისი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიას აწვდის საბუღალტრო სერვისს, ხშირ შემთხვევაში ამ კომპანიის თანამშრომელია. აღნიშნული თანამშრომლის აყვანა ხდება კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიიდან შერჩევის პროცესის შედეგად ან სანაცნობო წრიდან რეკომენდაციის მიღების გზით. თუმცა საბუღალტრო სერვისის მისაღებად თანამშრომლის აყვანას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი გააჩნია. ხშირ შემთხვევაში კომპანიას, რომელიც ახდენს ბუღალტრის აყვანას, არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია საბუღალტრო სფეროში რათა მოახდინოს კვალიფიციური კადრის შერჩევა. შედეგად, მას აჰყავს თანამშრომელი რომელსაც შესაძლოა აკლდეს კომპეტენცია ან რელევანტური გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, რაც ზრდის საბუღალტრო შეცდომებისა და თანმდევი შედეგების რისკს. გარდა ამისა, როდესაც კომპანიას აჰყავს თანამშრომელი, ამ თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს საკუთარ თავზე იღებს კომპანია, რადგან იგია პასუხისმგებელი მისი თანამშრომლის ხარვეზებზე.

იურიდიული პირის მიერ გაწეული საბუღალტრო სერვისი

იურიდიული პირი, რომელიც კომპანიას აწვდის საბუღალტრო სერვისს, წარმოადგენს საბუღალტრო ან/და საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია აღნიშნული მომსახურების მიწოდების კვალიფიკაცია. საბუღალტრო კომპანია, როგორც წესი, დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. მასში დასაქმებული ბუღალტრების აყვანა ხდება საბუღალტრო სფეროში გამოცდილი მენეჯერების მიერ ტესტირებებისა და გასაუბრებების შედეგად. გარდა ამისა, საბუღალტრო კომპანია მუდმივად ადევნებს თვალყურს სააღრიცხვო და საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და უზრუნველყოფს ახდენს საკუთარი თანამშრომლების მუდმივ გადამზადებას ტრენინგებისა და ტესტირებების საშუალებით. სწორედ ამიტომ, საბუღალტრო კომპანიის მიერ არაკვალიფიციური თანამშრომლის აყვანის რისკი მინიმიზებულია. გარდა ამისა, როდესაც საბუღალტრო სერვისების მისაღებად ხდება საბუღალტრო/საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება, საბუღალტრო შეცდომებისა და თანმდევი შედეგების რისკი გადადის მესამე მხარეზე (თავად საბუღალტრო კომპანიაზე), რადგან ბუღალტრის მიერ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებელია მისი დამსაქმებელი კომპანია.

დახმარება?