საბუღალტრო კონსულტაცია

საბუღალტრო კონსულტაცია

„ენთები“ კლიენტ კომპანიებს სთავაზობს საბუღალტრო კონსულტაციას, რაც გულისხმობს არსებული აღრიცხვისა და ბუღალტრული ბაზების დიაგნოსტირებას, შეფასებასა და რისკების გამოვლენას. კონსულტაციის მიზანი შესაძლოა იყოს როგორც საგადასახადო რისკების გამოვლენა, ასევე აღრიცხვის ხარისხის ანალიზი უკეთესი ფინანსური რეპორტების გენერირების მიზნით.

 

რას მოიცავს საბუღალტრო კონსულტაცია

იმ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი შიდა ბუღალტრები ჰყავთ, ხშირად სჭირდებათ დამოუკიდებელი, მესამე მხარისგან აღრიცხვის გადამოწმება და პროფესიული მოსაზრება ბუღალტერიისა და საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტესთან დაკავშირებით.

საბუღალტრო კონსულტაციის ფარგლებში „ენთები“ ახდენს კლიენტი კომპანიის არსებული ბუღალტერიის დეტალურ ანალიზს, რაც მოიცავს როგორც ბაზების გამართულობის შემოწმებას ასევე საგადასახადო რისკების გამოვლენასა და კლიენტთან კომუნიცირებას. იმ შემთხვევაში თუ გამოვლენილი ხარვეზებისა და საგადასახადო რისკების შედეგად, კომპანია გადაწყვეტს აღრიცხვის გასწორებას ან საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტებას, მას ეს შეუძლია განახორციელოს როგორც საკუთარი შიდა ბუღალტრის საშუალებით, ასევე „ენთები“-ს დახმარებით.

საბუღალტრო კონსულტაცია, შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს ერთჯერად მომსახურებას, რომელსაც „ენთები“ გაუწევს კლიენტ კომპანიას. თუმცა, მსგავსი ტიპის კონსულტაციის შემდეგ, კომპანიებს ხშირად უჩნდებათ საბუღალტრო მომსახურების მუდმივი აუთსორსის სურვილი. ამ შემთხვევაში, „ენთები“ თავად აწარმოებს კლიენტი კომპანიების ბუღალტერიას და თავად აბარებს საგადასახადო დეკლარაციებს, რაც გულისხმობს იმას რომ „ენთები“ ხდება პასუხისმგებელი აღრიცხვისა და რეპორტების გამართულად წარმოებაზე.

 

საბუღალტრო კონსულტაციის უპირატესობები

კონსულტაციის ფარგლებში კლიენტი კომპანია იღებს საგადასახადო ექსპერტისა და კვალიფიციური ბუღალტრის რჩევებსა და რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:

  • ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია და სწორი წარმართვა სააღრიცხვო და საგადასახადო რისკების მინიმიზაციისთვის
  • საჭირო დოკუმენტების წარმოება
  • კომპლექსური ტრანზაქციების გაანალიზება და ფინანსური და საგადასახადო შედეგების დაგეგმვა
  • ძველი პერიოდების გადახედვა და რეკომენდაციები
  • დახმარება საბუღალტრო პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით