ბუღალტრული კომპანია არის კომპანია რომელიც სხვა კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს უწევს ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. ბუღალტრული კომპანიის დაქირავება და მასზე საქმის მინდობა წარმოადგენს ბუღალტრის (ფიზიკური პირის) თანამშრომლად აყვანის ალტერნატივას. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო წლებში რადგან ბუღალტრული კომპანიის დაქირავებას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.
ბუღალტრული კომპანიის უპირატესობები
ბუღალტრული კომპანიის დაქირავება, მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. კერძოდ, როგორც წესი, ბუღალტრულ კომპანიას გააჩნია მეტი რესურსი, როგორც ადამიანური ისე დროითი, რომ მეტად ჩავიდეს დეტალებში და მეტი ყურადღება მიაქციოს კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ბუღალტრულ მხარეს. ბუღალტრულ კომპანიაში კლიენტი კომპანიების ტრანზაქციების აღრიცხვისა და გადასახადების დათვლის სისწორე რამდენიმე დონიან შემოწმებას გადის, რაც რისკების მინიმიზაციის წინაპირობაა. საპირისპიროდ, როდესაც კომპანიას თანამშრომლად აჰყავს ბუღალტერი, მეტი რისკები წარმოიქმნება რადგან ხშირად, ერთი ან ორი ბუღალტერი ვერ ახერხებს კომპანიის ყველა ტრანზაქციის დეტალების გათვალისწინებას, რაც ზრდის შეცდომებისა და საგადასახადო რისკების ალბათობას.
გარდა ამისა, ბუღალტრული კომპანიის დაქირავება კლიენტი კომპანიის სტაბილურობის წინაპირობაა, რადგან იგი ახდენს სააღრიცხვო და ფინანსური ბაზების ელექტრონულ შენახვას/დაარქივებას და ინახავს თითოეული ტრანზაქციის ისტორიას. იგი აღნიშნულს უზრუნველყოფს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებითა და სისტემებით. ფაქტიურად, ამ სისტემებზე წვდომას, კლიენტი კომპანია იღებს ბუღალტრული კომპანიის საშუალებით და შესაბამისად მას არ სჭირდება ცალკე ძალისხმევა საუკეთესო პროგრამების მოძიების მიმართულებით.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბუღალტრული კომპანიები მუდმივად ადევნებენ თვალყურს საკანონმდებლო და სხვა გარე-ფაქტორების ცვლილებებს და უზრუნველყოფენ ცვლილებების შესახებ კლიენტი კომპანიების ინფორმირებას, მათ შორის ცვლილებების მოსალოდნელი ეფექტისა და მისი დანერგვის გზების შესახებ. ინფორმირებულობა კი საშუალებას აძლევს კლიენტი კომპანიის მენეჯერებს მოახდინონ დროული რეაგირება და მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს.
ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რადგან ბუღალტრული კომპანიის დაქირავების შემთხვევაში მომსახურების ხარისხი უფრო მაღალია, შესაბამისად უფრო ძვირიც უნდა ღირდეს, თუმცა ეს, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს. ბუღალტრულ კომპანიას აქვს თანამედროვე სააღრიცხვო სისტემები, რომლებიც იმდენად ავტომატიზებულია, რომ გარდა იმისა რომ ამცირებს შეცდომის ალბათობას, ასევე მოითხოვს გაცილებით ნაკლებ დროით რესურსს ვიდრე მანუალური აღრიცხვა. შედეგად, ბუღალტრული კომპანიის ხარჯი ნაკლებია, რაც მას კლიენტი კომპანიებისთვის ნაკლები ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს.
ენთების მომსახურება და კორპორატიული კულტურა
ენთები, წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოღვაწე ბუღალტრულ კომპანიას, რომელიც ამ სტატიის თარიღის მდგომარეობით, ყოველთვიურად 150-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაფუძნდა 2015 წელს და მის მერე სწრაფი ტემპებით იზრდება და ვითარდება მის კლიენტ კომპანიებთან ერთად. ენთები კომპანიებს ეხმარება ზრდასა და განვითარებაში და ხარისხიან ბუღალტრულ მომსახურებას უწევს. თანამედროვე სააღრიცხვო სისტემები, საკომუნიკაციო პროგრამა და პროფესიონალი თანამშრომლები ენთებს საშუალებას აძლევს, რომ კლიენტ კომპანიებს ხელსაყრელი ფასები შესთავაზოს მომსახურებაზე. ენთები მუდმივად იკვლევს კლიენტი კომპანიების კმაყოფილების დონეს და მუდმივად მიისწრაფვის კლიენტების კმაყოფილების მაქსიმიზაციისაკენ.
ნებისმიერი ბუღალტრული კომპანიისთვის მნიშნელოვანია თანამშრომელთა პროფესიული ზრდა, თანამშრომელთა კმაყოფილება და კარიერული წინსვლა. სწორედ ამიტომ, ენთები მუდმივად ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე და მათ მოტივირებაზე. ენთების კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა და ზრუნვა.