ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა

„ენთების“ ერთერთ ძირითად სერვისს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესების ბუღალტრული აღრიცხვა და მასზე დაყრდნობით საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება.

 

ბუღალტრული აღრიცხვა

„ენთები“ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“/”IFRS”) შესაბამისად. აღნიშნული წარმოადგენს მსოფლიოში გავრცელებულ, საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს. ამას აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა:

  • ყოველწლიური სავალდებულო ფინანსური ანგარიშგება – საქართველოში არსებული რეგულაციებით, კომპანიებისთვის სავალდებულოა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გადაგზავნა. აღნიშნული ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს „ფასს“ ან „მსს ფასს“ სტანდარტების შესაბამისად. ნებისმიერი კომპანია, ზომის მიუხედავად, ვალდებულია რომ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება (მე4 კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში მხოლოდ ციფრული ფორმები) და ელექტრონულად გადააგზავნოს შესაბამისი საზედამხედველო სამსახურის ელექტრონულ პორტალზე. აღნიშნული მონაცემების წარუდგენლობის შემთხვევაში კომპანიებს ეკისრებათ ჯარიმები და ჯარიმის მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. გარდა ამისა, ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია მონაცემების შეცდომით წარდგენის შემთხვევაშიც. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბუღალტერიის წარმოება შესაბამისი სააღრიცხვო სტანდარტების მიხედვით.
  • საერთაშორისო გამოცდილება – მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ფინანსური რეპორტებისა და ანალიზის მაღალ ხარისხს.

 

საგადასახადო დეკლარაციები

„ენთები“ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების მომსახურებას ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით. „ენთების“ მომსახურება დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ბრალეულობით გამოწვეულ ჯარიმებსა და საურავებზე.

საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება არის სავალდებულო პროცედურა ნებისმიერი ზომისა და სფეროს კომპანიისთვის. საგადასახადო დეკლარაციების წარუდგენლობის ან შეცდომით წარდგენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები და საურავები, რაც შესაძლოა მცირე და საშუალო ზომის კომპანიის მნიშნელოვანი ფინანსური სირთულის ან გაკოტრების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯერმა ან მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სწორი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და შესაბამისად ზუსტი და დროული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.

დახმარება?