ბუღალტერი

ბუღალტერი

ბუღალტერი

ბუღალტერი არის პროფესიონალი, რომელიც აწარმოებს კომპანიის ბუღალტერიას. ტრადიციულად მიიჩნევა რომ ბუღალტერი არის კომპანიის მიერ დასაქმებული ფიზიკური პირი. თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბუღალტრის აყვანის ალტერნატივა, კერძოდ ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი. აუთსორსინგის შემთხვევაში, იმის ნაცვლად რომ კომპანიამ აიყვანოს შიდა კადრი, იგი ახდენს ბუღალტერიის წარმოების პროცესის მინდობას კვალიფიციურ საბუღალტრო კომპანიაზე. ამ შემთხვევაში საბუღალტრო კომპანია ხდება კომპანიის ბუღალტერი და ყველა იმ ფუნქციას რაც შიდა ბუღალტერს უნდა შეესრულებინა საბუღალტრო კომპანია ასრულებს.

 

ბუღალტრის ფუნქციები

ბუღალტერი შესაძლოა მრავალ ფუნქციას ასრულებდეს კომპანიაში. მათ შორის ტრანზაქციების აღრიცხვა, საბუთების არქივის წარმოება, გადასახადების დათვლა, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, ფულადი გადარიცხვების წარმოება და სხვა. ქვემოთ განხილულია ბუღალტრების ძირითადი ფუნქციების განხორციელების თავისებურებები შიდა ბუღალტრის აყვანისა და ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგული კომპანიის დაქირავების შემთხვევაში.

  • ტრანზაქციების აღრიცხვა – შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში, მას უწევს კომპანიის ტრანზაქციების მანუალური აღრიცხვა, რასაც მიაქვს გაცილებით მეტი დრო და ზრდის შეცდომების რისკს. აუთსორსინგის შემთხვევაში, ტრანზაქციების აღრიცხვა მეტწილად ავტომატიზებულია, რაც შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა. ავტომატიზაცია ძირითადად განპირობებულია იმით რომ საბუღალტრო კომპანიას აქვს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფები და სისტემები, რომლებიც მთელი რიგი ტრანზაქციების ავტომატურად შეტვირთვის საშუალებას იძლევა. მაგალითად, კომპანიის საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ნებისმიერი ფულადი შემოსავალი (ჩარიცხვა) ან გასავალი (გადარიცხვა)ინტეგრირებულია სააღრიცხვო სისტემებთან, რაც საბანკო ტრანზაქციების ავტომატურად გატარების საშუალებას იძლევა და შედეგად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.
  • საბუთების არქივის წარმოება – ხშირად ბუღალტრის ერთერთი ფუნქციაა საბუთების არქივის წარმოება, რათა კომპანიის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ტრანზაქცია და შესაბამისი საბუღალტრო გატარება. შიდა ბუღალტრის შემთხვევაში, მას უწევს საბუთების სათითაოდ შეგროვება და მათი ფიზიკური ან ელექტრონული სახით დაარქივება. ამ მანუალური პროცესის დროს ხშირია გამორჩენები, ხარვეზები და დაკარგული საბუთები. აუთსორსინგის შემთხვევაში, საბუღალტრო კომპანიას გააჩნია საბუთების ელექტრონული საცავი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ავტომატურად რეზერვდება. ასეთი ელექტრონული საცავები ხშირად დალაგებულია თარიღებისა და კატეგორიების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა, რომ საჭირო დროს ნებისმიერი დოკუმენტის სწრაფად და უმტკივნეულოდ ამოღება მოხდეს. გარდა ამისა, საბუღალტრო კომპანიებს აქვთ შიდა კონტროლის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც პერიოდულად, შერჩევითად ხდება ტრანზაქციებისა და შესაბამისი საბუთების გადამოწმება.
  • საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა – შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში, მას უწევს კომპანიის ტრანზაქციებიდან გამომდინარე საგადასახადო დეკლარაციების მანუალური შევსება და შესაბამისი მონაცემების სათითაოდ შეყვანა. აუთსორსინგის შემთხვევაში კი, საბუღალტრო კომპანიებს ხშირად გააჩნიათ სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც ბუღალტერიიდან საგადასახადო დეკლარაციების ავტომატური გენერირების საშუალებას იძლევა, რაც, თავისმხრივ, ამცირებს დეკლარაციების არასწორად შევსების და შესაბამისად საგადასახადო ჯარიმებისა და საურავების რისკს.