ბუღალტერიის დიაგნოსტიკა

ბუღალტერიის-დიაგნოსტიკა

ბუღალტერიის დიაგნოსტიკა წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც მოიცავს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვისა და ბაზების დეტალურ ანალიზს, სააღრიცხვო ხარვეზების გამოვლენას, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებასა და კომპანიის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტისთვის დასკვნის მომზადებას.

 

რა შემთხვევაში სჭირდება კომპანიას ბუღალტერიის დიაგნოსტიკა?

თუ კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზის დროს, მფლობელი ან მენეჯერი ხშირად პოულობს ხარვეზებს, ეს არის იმის ვარაუდის საფუძველი, რომ კომპანია შესაძლოა მნიშვნელოვანი საგადასახადო და სხვა ფინანსური რისკების წინაშე იდგეს. ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ კომპანიის ბუღალტერიის შემოწმება და რისკების გამოვლენა მნიშვნელოვანია.

მაშინაც კი, თუ კომპანიის მფლობელს ან მენეჯერს არ შეხვედრია ხარვეზები, სასურველია გარკვეული პერიოდულობით მოხდეს კომპანიის ბუღალტრული მონაცემების შემოწმება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ.

 

ბუღალტერიის დიაგნოსტიკის პროცედურა

„ენთები“ კლიენტი კომპანიების დაკვეთით ახდენს ბუღალტრული ბაზების შემოწმებასა და რისკების გამოვლენას. როგორც წესი, შემოწმების პერიოდი ფარავს გასულ 3 წელს და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: აღრიცხვის სისწორის დადგენასა და კლიენტის სურვილის შემთხვევაში საგადასახადო რისკების გამოვლენას.

აღრიცხვის სისწორის დასადგენად, „ენთები“ გამოყოფს სამუშაო ჯგუფს, რომელიც შედგება უფროსი ბუღალტრის, საგადასახადო ექსპერტისა და დამხმარე ბუღალტრისაგან. პროცედურა, როგორც წესი, სრულდება დაწყებიდან ერთიდან სამ თვემდე პერიოდში. სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი საბუღალტრო ხარვეზები თავს იყრის დასკვნაში და ეგზავნება „ენთები“-ს მთავარ ბუღალტერს, რომელიც აანალიზებს რეპორტს და აძლევს ფინალურ სახეს. შემდგომ ხდება დასკვნის კლიენტი კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საგადასახადო რისკების გამოსავლენად, „ენთები“ გამოყოფს უფროს საგადასახადო ექსპერტსა და უფროს ბუღალტერს. უფროსი ბუღალტერი ახდენს მონაცემების თავმოყრას, დამუშავებას და საგადახადო ექსპერტისთვის მიწოდებას, რის შემდგომაც, საგადასახადო ექსპერტი, მიღებული მონაცემების საფუძველზე, გამოავლენს საგადასახადო რისკებს და ამზადებს დასკვნას. აღნიშნული რეპორტი გადაეგზავნება „ენთების“ მთავარ საგადასახადო ექსპერტს, რომელიც, დამუშავების შემდგომ, საბოლოო დასკვნას აწვდის კლიენტი კომპანიის მენეჯმენტს.

 

შემდგომი საფეხურები

დასკვნის გაცნობის შემდგომ, კლიენტ კომპანიას შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი რომ „ენთებს“ გაასწორებინოს მათსავე რეპორტში გამოვლენილი ხარვეზები. ასეთ შემთხვევაში ხდება კლიენტ კომპანიასთან მომსახურების დეტალებზე მოლაპარაკება და სამუშაოების დაწყება. ხარვეზების გასწორება, როგორც წესი, მოითხოვს ერთიდან სამ თვემდე პერიოდს.