ბუღალტრული მომსახურების ფასი

ბუღალტრული-მომსახურების-ფასი

ჩვენი პოტენციური კლიენტები ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას: როგორ ედრება „ენთების“ ბუღალტრული მომსახურების ფასი ბუღალტრის თანამშრომლად აყვანის ხარჯს? ამ ორი ხარჯის შედარებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გადასახადები და სხვა ანარიცხები, კერძოდ საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო ანარიცხები, რომელთა გადახდაც უწევს კომპანიას.

 

მომსახურების ფასის შედარება

თუ კომპანია ქირაობს თანამშრომელს და ყოველთვიურად უხდის მას მაგალითად 1,000 (ათას) ლარს, კომპანიის რეალური ხარჯია არა 1,000 ლარი, არამედ 1,301 (ათას სამას ერთი) ლარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კომპანია დასაქმებულს ურიცხავს 1,000 ლარს, მას დამატებით უწევს ჯამში 301 ლარის საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების გადახდა. ფინანსურ სფეროში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის ეს ხარჯები წარმოადგენს „მალულ“ ხარჯებს.

მეორემხრივ, თუ კომპანიას გააქვს ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე და ქირაობს არა თანამშრომელს, არამედ სხვა კომპანიას, მაგალითად „ენთებს“, მას არ უწევს არც საშემოსავლო გადასახადის და არც საპენსიო ანარიცხების გადახდა. მას უწევს მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის („დღგ“) გადახდა, რომელიც წინა ორი გადასახადისგან განსხვავებით არ წარმოადგენს კომპანიის ხარჯს, რადგან კომპანია დღგ-ს უკან იბრუნებს სახელმწიფოსგან (თუ მისი ბოლო 12 თვის ჯამური ბრუნვა აღემატება 100 ათას ლარს). შესაბამისად, თუ კომპანია „ენთებს“ უხდის 1,000 ლარი + დღგ-ს, მისი რეალური ხარჯია 1,000 ლარი.

რომ შევაჯამოთ, კომპანიის მომსახურების საფასურის (აუთსორსინგის შემთხვევაში) თანამშრომელის ხელფასთან (ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში) შედარებისას, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს რომ ის თანხა რასაც თანამშრომელს ურიცხავს დაახლოებით 30%-ით იზრდება სავალდებულო სახელმწიფო გადახდების შედეგად.